png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მათ ხელში, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას, ვერ განხორციელდება ეფექტური მართლმსაჯულება - პრეზიდენტი

  • პოლიტიკა
  • 02.02.2018
  • 15:43
მათ ხელში, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას, ვერ განხორციელდება ეფექტური მართლმსაჯულება - პრეზიდენტი

მართლმსაჯულება არ უნდა იყოს იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც მან საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე,  ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც აღმოფხვრის სისტემური დანაშაულის შესაძლებლობებს, ყოველთვის იყო მის ინტერესებში.

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ როგორც განათლების მინისტრმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ფაქტობრივად, შევქმენი ქმედითი მექანიზმი განათლების სისტემიდან მაშინ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების სამსახურში დაბრუნების შესახებ. მაშინ შეიქმნა კომისია, რომელმაც არა ერთი საქმე განიხილა. არა ყველა, მაგრამ ძალიან ბევრი პედაგოგი დაუბრუნდა სკოლებს და დღესაც ემსახურება ქვეყანას მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ისინი იქნენ გათავისუფლებულნი. საპარლამენტო გამოსვლებისას არა ერთხელ ყურადღება მიმიქცევია იმ საკითხებისთვის, რასაც ჰქვია პოლიტიკური ნიშნით დევნილთა, ან პოლიტპატიმართა საკითხები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, დღეს, როცა აღნიშნული მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვა ხდება, უნდა მოხდეს საუბარი იმ გარანტიებზე, რომელიც მომავალში ადამიანებს დაიცავს ტრაგედიებისგან, რომლის მომსწრენიც  გავხდით.

„ეს არ არის წარსულზე ფიქრი, სწორედ მომავალზე ფიქრის თვალსაზრისით, სწორედ პრევენციის თვალსაზრისით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ადამიანები, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს, მათ ხელში არ უნდა იყოს და ვერ განხორციელდება უფრო ეფექტური მართლმსაჯულება, ვერ განხორციელდება რეალური დაცვა და პრევენცია შესაძლო სისტემური პრობლემებისგან. ამიტომ, გირგვლიანის შესწორებების ნაწილში ჩვენ უკვე ვთქვით და კიდევ მინდა დღეს აღვნიშნო, ჩვენ გვაქვს რეალური საკანონმდებლო ამოსავალი, რომელიც არის 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი ამნისტიის შესახებ, რომლითაც პარლამენტმა აღიარა საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილი ადამიანების არსებობა. სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა ჩვენ სწორედ ამ კანონის მიხედვით ეფექტური მექანიზმის შექმნით უნდა დავიწყოთ, რადგანაც ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ კანონით დადასტურებულ შემთხვევებში, მათ მიმართ უნდა ამუშავდეს ეფექტური მექანიზმი იმისა, რომ ვიყოთ გარანტირებული, რომ ეს დანაშაულები ჩვენი მოქალაქეების მიმართ არასდროს არ განმეორდება. გარდა ამისა, ამ ნაწილში ჩვენ ასევე ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, ვისაც უნდა და სურვილი აქვს ამ საქმეების გამოძიების, მათ დავეხმაროთ, რომ უზრუნველყონ და უფრო ეფექტურად განახორციელონ ეს პროცესი. პარლამენტშიც ვთქვი, რომ მზად ვართ, ადვოკატებთან ერთად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მივცეთ ამ თავიანთი უფლების განხორციელების უფრო ეფექტური შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იანვარში  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა იწყებს მუშაობას პროექტზე, რომელსაც ე.წ. გირგვლიანის შესწორებები ჰქვია. ამ შემთხვევაშიც საქმე კონკრეტულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ეხება, რომელიც როგორც მდინარაძე აცხადებს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, მართლმსაჯულების შეუვალობას.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge