ქაბულში რუსეთის საელჩოზე თავდასხმა აღკვეთეს
- მსოფლიო
- 05.02.2018
- 15:07
ავღანეთის დედაქალაქში რუსეთის საელჩოზე თავდასხმა აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ძალოვანებმა დააკავეს მანქანა, რომელსაც ერთ ტონამდე ასაფეთქებლი ნივთიერება გადაჰქონდა. მის სამიზნეს ქაბულში რუსეთის საელჩო წარმოადგენდა.