png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პრეზიდენტმა მამია ალასანიას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

  • პოლიტიკა
  • 05.02.2018
  • 18:33
პრეზიდენტმა მამია ალასანიას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის 1993 წელს, სოხუმის დაცემისას, სეპარატისტების მიერ დახვრეტილი უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია ეროვნული გმირისა და 9 მებრძოლი ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ოჯახის წევრებს პრეზიდენტის სასახლეში პირადად გადასცა და მადლობა გადაუხადა გმირობისა და თავდადებისათვის. 

"დღეს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ გმირებს, ვინც თავისი სიცოცხლით მოგვცა შესაძლებლობა ვიცხოვროთ თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში, ვაშენოთ ქვეყანა, რომელიც თავისი გმირების საქმეებსა და წარსულზე აფუძნებს თავის მომავალს, ვზარდოთ ახალი თაობა, რომლესაც ნათლად შეგვიძლია მივუთითოთ, რომ მათი წინაპრები ურთულეს პირობებშიც კი, არ კარგავდნენ სიმამაცეს, არ კარგავდნენ სამშობლოს სიყვარულს და არ ტყდებოდნენ ვერაგი მტრის წინაშე.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში დაეცა არაერთი დიდი მამულიშვილი, რომელმაც მაშინდელი ომის წაგების მიუხედავად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სიძლიერეს და ოკუპირებულ ტერიტორიების დაბრუნებას. მათი ნეშთები წლების განმავლობაში რჩებოდა მშობლიური აფხაზეთის მიწაში, თუმცა მოხერხდა ამ ადამიანების იდენტიფიცირება, გადმოსვენება და ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, მივაგოთ კიდევ ერთხელ პატივი მათ გმირობას.

ჩვენ დღეს ვაჯილდოვებთ იმ ადამიანებს, ვინც სოხუმის დაცემის დღეს ერთად იდგნენ და ერთად უპირისპირდებოდნენ მტერს. კიდევ ერთხელ, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს სახელით, მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი ოჯახის წევრების გმირობისთვის. მინდა კიდევ ერთხელ თავი დავხარო იმ მამულიშვილების ხსოვნის წინაშე, რომელთა მაგალითზეც იზრდება ახალი თაობა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ვახტან გორგასლის I ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ: მერაბ კვინიკაძე, გენური ლიპარტელიანი, შალვა ნადირაძე, გივი პაპუაშვილი, სერგო სილაგაძე, ალექსანდრე ფარცვანია, ვახტანგ ფარცვანია, არშაველ შენგელია, ვახტან გორგასლის II ხარისხის ორდენით კი დაჯილდოვდა ელგუჯა შარტავა. 

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები, თავდაცვის ყოფილი მინისტრი-მამია ალასანიას შვილი ირაკლი ალასანია და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge