png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 07.02.2018
  • 10:24
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, პოლ რაიანმა კაპიტოლიუმში უმასპინძლა. ირაკლი კობახიძემ პოლ რაიანს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში აშშ-ს წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს ამერიკელი ერის მხარდაჭერას.

თავის მხრივ, პოლ რაიანმა საქართველოში ვიზიტი გაიხსენა და პარლამენტის თავმჯდომარეს ურყევი მხარდაჭერა, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სრული მზადყოფნა დაუდასტურა.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

სპიკერმა რაიანმა ირაკლი კობახიძე " National Prayer Breakfast"-ზე მიიწვია, რომელიც 8 თებერვალს, ვაშინგტონში გაიმართება. ტრადიციულ საერთაშორისო ღონისძიებაზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოწვევით, ასზე მეტი ქვეყნის ლიდერები, თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე სასაუბროდ შეიკრიბებიან.

„დღეს შეხვედრა გაიმართა ჩემს კოლეგასთან, სპიკერ რაიანთან. შედგა საინტერესო დისკუსია ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობისა და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის თაობაზე",- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge