png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სსფ: 2015 და 2016 წლების ბიუჯეტების პარამეტრები და შევთანხმდით, რომ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი არ იქნება 3%-ზე მაღალი

  • ეკონომიკა
  • 20.11.2015
  • 14:44
სსფ: 2015 და 2016 წლების ბიუჯეტების პარამეტრები და შევთანხმდით, რომ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი არ იქნება 3%-ზე მაღალი

20 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ორი კვირის მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე მიღწეული პოზიტიური შედეგები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეთანხმება მიღწეულია მომავალი წლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, მათ შორის, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის, ინფლაციისა და ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლებზე.

 შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებზე, იმ ღონისძიებებზე, რომელიც დაგეგმილია მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიმართულებით, აგრეთვე ისაუბრეს ამ კუთხით საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე. 

 „საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან საინტერესო და ინტენსიური მოლაპარაკებები გაიმართა. შედგა შეხვედრები მაღალ დონზე პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან. მისიასთან აქტიურად ვითანამშრომლეთ ფინანსთა სამინისტროში. განვიხილეთ მიმდინარე და მომავალი წლების მაკროეკონომიკური და სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები. ასევე ვისაუბრეთ სტრუქტურულ რეფორმებზე, რაც საინტერესოა, ახალი ინსტიტუციების შექმნაზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყანაში დაგროვებისა და ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

 „ძალიან კარგი შეხვედრები და მოლაპარაკებები გაიმართა. განვიხილეთ 2015 და 2016 წლების ბიუჯეტების პარამეტრები და შევთანხმდით, რომ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი არ იქნება 3%-ზე მაღალი. ქართულ მხარესთან შეხვედრებზე ასევე ვისაუბრეთ სტრუქტურულ რეფორმებზე, მათ შორის, საპენსიო რეფორმაზე, დეპოზიტების დაზღვევის სისტემაზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. საუბარი შეეხო გარანტიების თემას და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის გაძლიერების აუცილებლობას. შეხვედრას ვაფასებ ძალიან პოზიტიურად. მადლობას ვუხდი ფინანსთა სამინისტროს მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის. ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე დღეში, ჩვენ დავასრულეთ მიმოხილვას და შევთანხმდებით განზრახულობათა წერილის ხელმოწერაზე“, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა.

 მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე,  ქართულმა მხარემ სრული მზადყოფნა გამოთქვა გააგრძელოს  ისეთი სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეკონომიკის განვითარებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge