იტალიაში 41 მლნ ყალბი ევრო ამოიღეს
- მსოფლიო
- 12.02.2018
- 10:48
41 მლნ ყალბი ევრო ამოიღეს იტალიელმა კარაბინერებმა ნეაპოლთან ახლოს ერთ-ერთი ფალსიფიკატორის სახლში.
ტორე-დელ-გრეკოში პოლიციელებმა აღმოაჩინეს პლასტმასის კასრები, რომლებიც წყალგაუმტარი სახურავებით იყო დაცული.
კარაბინერებმა კასრებში ყალბი ბანკნოტების 90 შეკვრა იპოვეს. ხანში შესული იტალიელი 41 მლნ ევროს ინახავდა, რომელსაც მაღალი ხარისხით ამზადებდა.