png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

იერარქიის დანგრევით, ინგრევა წესრიგი, ამას კი, განუსაზღვრელი ბოროტება მოჰყვება - გიორგი მარგველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 12.02.2018
  • 14:01
იერარქიის დანგრევით, ინგრევა წესრიგი, ამას კი, განუსაზღვრელი ბოროტება მოჰყვება - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებული საერთაშორისო კონფერენცია გახსნა და ავტოკეფალიის აღდგენისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა.

კონფერენციას საქართველოს პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო ესწრებოდნენ. 

გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და არსებული გამოწვევების დაძლევის წინაპირობად იერარქიული წესრიგის დაცვისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემაზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფოს და საზოგადოების განვითარების წინაშე მდგარ ურთულეს გამოწვევებს შორის საზოგადოებრივი ჯგუფებისა და ცალკეული მოქალაქეების გადაჭარბებული აგრესიის დონე, განსხვავებული აზრის მიუღებლობა და საზოგადოებაში გამეფებული უიმედობა დაასახელა.

,,მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას თავისი განვითარების გზა გვაქვს - სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს, ეკლესიებს და სახელმწიფოს, არის საკითხები, რომლებშიც ჩვენ ყველანი ვთანხმდებით. ეს არის საკითხები, რომლებიც თითოეული ჩვენგანის მიზანს და ზრუნვის საგანს წარმოადგენს: ეს არის ჩვენს საზოგადოებაში არსებული მაღალი აგრესიის დონე, განსხვავებულის მიუღებლობა, მზაობა, რომ განსხვავებული დათრგუნონ, და გაანადგურონ.

ყოველი ჩვენთაგანისთვის -  ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქე ამ თვალსაზრისით არ იყოს ორიენტირებული აგრესიაზე და სხვის განადგურებაზე.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაბნეულ, ხშირად ღირებულებამოშლილ, არეულ გარემოში ჩვენი მოქალაქე არ იყოს უიმედოდ, ხედავდეს თავისი ყოფის, თავისი ცხოვრების ლოგიკურ მიზანს, არ იყოს ისეთ გარემოში, რომელშიც ხვალინდელი დღე უპერსპექტივო ჩანს.

ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ეკონომიკურ ან ყოფით პირობებზე, სულიერი უიმედობა ბევრად უფრო რთულია და ბუნებრივია, ეკლესიაც, ძირითადი საზოგადოებრივი ჯგუფებიც და სახელმწიფოც მოწოდებულია იმისთვის, რომ მოქალაქისთვის ეს ყოფა გახადოს იოლად გადასატანი, აჩვენოს და დაუსახოს მას მიზანი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებაში აგრესიულობის დონის შესუსტების წინაპირობად იერარქიულობის წესის დაცვა და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა დაასახელა.

,,ეს ერთერთი წინაპირობა საზოგადოებაში აგრესიის შესუსტებისა. როდესაც ინგრევა ძირითადი ინსტიტუტები, ამას მოჰყვება, არამხოლოდ უბრალოდ თავისუფლება, არამედ მოყვება მნიშვნელოვანი ზიანი, იმ ადამიანებისთვისაც კი, ვინც ამ დანგრევაში არ მონაწილეობს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული საკითხების განხილვისას დიონისე არიოპაგელის წერილი გაიხსენა, რომელშიც წმინდა დიონისე ძალიან საინტერესო კონკრეტულ ამბავს განიხილავს, როცა მღვდელი დემოფილე აღმოაჩენს, რომ  მისი ეკლესიის მოძღვარი უღირსია, შეუვარდება, გამოაგდებს მას და თვითონ დაიკავებს მის ადგილს.

,,საინტერესოა, როგორ განიხილავს ამ აგრესიის, თუნდაც ლეგიტიმური აგრესიის საკითხს მაშინდელი ფილოსოფოსი, სასულიერო მოღვაწე, ადამიანი, რომლის ნაშრომებმაც განაპირობა ფაქტიურად ევროპული ცივილიზაციის მნიშვნელოვანი განვითარების ვექტორი. ორ საკითხს გამოყოფს წმინდა დიონისე: პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის იერარქიის პატივისცემა, ამაზე აკეთებს განსაკუთრებულ აქცენტს.

იერარქიულად, მაშინაც კი, როდესაც მიგაჩნია, რომ მართალი ხარ, მაშინაც კი, როდესაც შენ იცავ სიწმინდეებს, იერარქიულად შენ ამ ქმედების განხორციელების უფლება არ გაქვს, რადგან იერარქიის დანგრევით შენ ანგრევ წესრიგს, წესრიგის დანგრევას კი, შეიძლება აბსოლუტურად განუსაზღვრელი ბოროტება მოჰყვეს.

ამიტომ ის არ აკრიტიკებს დემოფილეს იმის თაობაზე რამდენად სწორად შეაფასა მან მოძღვრის შეცდომა, არა, ის ამბობს, რომ რაც უნდა მცდარი იყოს შენი მოძღვარი, შენ იერარქიულად უფლება არ გაქვს ამის გაკეთების, იმიტომ რომ იერარქიულად მასზე ქვევით დგახარ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მართალი ხარ, იცოდე, რომ მთავარი ღირებულება არის, არ მოიშორო, არ განაგდო ისიც კი, ვინც მიგაჩნია, რომ არასწორად მოქმედებს. მთელი შენი საქმიანობა უნდა მიმართო იქეთკენ, რომ შემოაბრუნო ის და მისცე მას ცოდვების, ან შეცდომების გამოსწორების უფლება“,- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მოქალაქეები ამ ნაკლებად აგრესიულ, მიზანზე ორიენტირებულ გარემოში არ ჰკარგავდნენ შემოქმედების უნარს და თავისი შემოქმედებით განაპირობებდნენ როგორც საკუთარ, საკუთარი ოჯახის, ასევე ჯამურად - საზოგადოებისა და სახელმწიფოს კეთილდღეობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს საერთო მიზნები გვამოძრავებს, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ვაღწევთ სასურველს და ხშირად ჩვენ ვხედავთ, რომ ვერ ვაღწევთ აგრესიულობის გადატანას უფრო პოზიტიურ გარემოში. ხშირად იმედგაცრუება, უიმედობა და ხვალინდელ დღეზე ხელჩაქნეულობა განპირობებული საბოლოო მიზნის დაუნახაობით და ყოველივე ეს კი, ჯამში ასუსტებს როგორც ჩვენ საზოგადოებას, ასევე ჩვენს სახელმწიფოს და ეკლესიას, ამიტომ თქვენი დღევანდელი მოღვაწეობა, თქვენი დღევანდელი შემოქმედება უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ღირებულებებზე გაერთიანებულებს რა შეგვიძლია შევთავაზოთ ერთად საზოგადოებას, რა გზა შეგვიძლია ვაჩვენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ უკეთესი იყოს მათი ყოფა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოება ვერასდროს იტყვის უარს თავის მოქალაქეზე. შემცდარი, თუნდაც დამნაშავე მაინც ჩვენი საზოგადოების წევრია და საზოგადოებამ დიდი ძალისხმევა უნდა გაიღოს ასეთი ადამიანების შემოსაბრუნებლად და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთიანი სხეულის განსამტკიცებლად.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge