png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • ეს საინტერესოა
  • 20.02.2018
  • 22:40
21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მშვენიერ ფორმაში ხართ ურთიერთობისა და თანამშრომლობისთვის. თქვენი სულიერი თვისებები მეგობრებს გმატებთ, ხოლო პირადი თვისებები წარმოუდგენელი წარმატებას გარანტიას იძლევა. თქვენ საუკეთესო ხართ, ამიტომ ოპონენტებსა და კონკურენტებზე გამარჯვება გარდაუვალია! საქმეში ნუ აჩქარდებით. კარგად გაიაზრეთ ბოლო დღეებში მომხდარი და მოთმინება შეინარჩუნეთ, თორემ შეიძლება ყველაფერი დაკარგოთ.

კურო

ამ დღეს ბედნიერების მაძიებლები ორ კატეგორიად იყოფიან. დაბადებიდან იღბლიანები და ბუნებით აზარტულები უამრავ წინააღმდეგობას შეხვდებიან. სამაგიეროდ ისინი, ვინც წარმატებას შრომით აღწევენ, იგრძნობენ, რომ ბედის ბორბალი მათ მხარეს გადაიხარა. ნუ მოდუნდებით, გააგრძელეთ დასახული მიზნისკენ სვლა.

ტყუპები

პარტნიორულ ურთიერთობებში სერიოზული და მტკივნეული პრობლემები გელით. ამ ნიშნის მატარებელი ბევრი ადამიანი მეუღლის ან საყვარელი ადამიანის მოქმედებით უკმაყოფილო დარჩება. ბოლოს და ბოლოს, გაარკვიეთ, რას ელიან გარშემომყოფები თქვენგან და ამის გათვალისწინებით დაგეგმეთ მომავალი ცხოვრება. სწორედ ესაა ამჟამად თქვენი მთავარი ამოცანა.

კირჩხიბი

გამორიცხული არაა, რომ მოშლილი ნერვული სისტემის გამო, ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ. დროა, ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ და ორგანიზმის ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის გაძლიერებას შეუდგეთ. ზოგადად, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩაიტარეთ.

ლომი 

გაორებული დღეა. ერთ მხრივ, მომატებული მგრძნობიარობა და მოდუნების ემოციური მოთხოვნილება გაქვთ და მეორე მხრივ, სამყაროსა და ადამიანებზე კრიტიკული მოსაზრებები გაწუხებთ. ასეთმა „კოქტეილმა“ შეიძლება ნერვული ფონის მომატება, გაღიზიანება და მკვეთრი გამონათქვამები გამოიწვიოს, ამიტომ თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი შეხვედრებისგან, რომ საზოგადოებაში იმიჯი არ შეგელახოთ.

ქალწული

ქალწულების ფინანსური მდგომარეობა ისევ არასტაბილურია. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უსიამოვნო სიურპრიზები გელით. თავი შეიკავეთ სამსახურებრივი რომანებისგან. ნუ დაივიწყებთ, რომ ოჯახში მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენზეა დამოკიდებული. ეცადეთ, სახლში რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ.

სასწორი

სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში სტრესული სიტუაციები გელოდებათ. თქვენს ორგანიზმზე დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ვარსკვლავები გირჩევენ, სირთულეებს სიმშვიდით მოეკიდოთ.

მორიელი

ამ დღეს გამორჩეულ და დახვეწილ საზოგადოებაში მოგიწევთ ურთიერთობა. გაიცნობთ საინტერესო და გავლენიან ადამიანებს. საღამოს კი ბუხართან, თაყვანისმცემელთან დაისვენებთ. ამისთვის ცოტაოდენი ფული დაგეხარჯებათ. შესანიშნავი დროა დასასვენებლად, მაგრამ შეეცადეთ, აკონტროლოთ ფინანსები, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრი ფული დაგეხარჯებათ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ საკუთარ ქმედებებზე იფიქროთ და საკუთარი ემოციები აკონტროლოთ. პარტნიორების რჩევები პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ და არაკეთილისმსურველი ადამიანებისგან დაგიცავთ.

თხის რქა

ეს პერიოდი შესანიშნავია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. შესაძლოა, ერთი ნახვითაც შეგიყვარდეთ. აკონტროლეთ საკუთარი მანერები და იყავით ტაქტიკური.

მერწყული

ყველაზე მოულოდნელი შეხვედრები გელოდებათ, რომლებიც მკვეთრად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. თუკი ფორმაში ყოფნა გსურთ, აუცილებლად დაფიქრდით, როგორ შეიძლება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სურვილის ასრულება. დაისახეთ რეალური მიზნები. ნუ ივარჯიშებთ ძალის გამოცლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავს მხოლოდ ზიანს მიაყენებთ.

თევზები

მესამე დეკადის დასაწყისში უსიამოვნო შემთხვევები, ტრავმები და მოტეხილობები არ გამოირიცხება. სიფრთხილით მოეკიდეთ ბასრ ნივთებს და ნუ დაკავდებით ექსტრემალური სპორტის სახეობებით, ასევე, ნუ წარმოიდგენთ თავს მაღალი კლასის კასკადიორად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge