png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თიბისი გალერეა სტუდენტური არტის მხარდაჭერას იწყებს

  • ეკონომიკა
  • 21.11.2015
  • 12:58
 თიბისი გალერეა სტუდენტური არტის მხარდაჭერას იწყებს

თიბისი ბანკი ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაციის ხელშეწყობას აგრძელებს.  ბანკის გადაწყვეტილებით,თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ნამუშევრებს თიბისი გალერეა ერთი წლის განმავლობაში  6-ჯერ უმასპინძლებს.  

თანამშრომლობის მემორანდუმი თიბისი ბანკსა და სამხატვრო აკადემიას შორის გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით, სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობის რესტავრაციის პროცესის დასრულებამდე, აკადემიის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მიეცემათ საშუალება, საკუთარი  სასწავლო და შემოქმედებითი  პროექტები თიბისი ბანკის საგამოფენო სივრცეებში გამოფინონ.

ექსპოზიციებს უმასპინძლებს თიბისი ბანკის როგორც თბილისის, ისე ბათუმისა და ქუთაისის გალერეები.  

მემორანდუმის ფარგლებში, პირველი გამოფენა სახელწოდებით „გამოფენა N1“ თბილისში, თიბისი გალერეაში უკვე გაიხნა. ექსპოზიციაზე  ახალგაზრდა ხელოვანების 20-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი. მათ შორის ფერწერული ნამუშევრები, ქანდაკების, ინსტალაციისა და ასამბლაჟის დეტალები.

თიბისი ბანკისა და სამხატვრო აკადემიის თანამშრომლობა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. აკადემიის სტუდენტების ნამუშევრებს თიბისი გალერეამ მანამდეც არაერთხელ უმასპინძლა. „გამოფენა N1“ თიბისი გალერეაში ერთი კვირის განმავლობაში,  27 ნოემბრამდე დარჩება.   

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge