png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ძველ თბილისში, თუმანიანის ქუჩა N3 -ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სრულდება

  • საზოგადოება
  • 21.11.2015
  • 13:21
 ძველ თბილისში, თუმანიანის ქუჩა N3 -ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა სრულდება

თბილისის განვითარების ფონდი ძველ თბილისში, თუმანიანის ქუჩა N3-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ასრულებს. ამჟამად, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები თუმანიანის ქუჩა N1 და ბეთლემის ქ. N10 -ში მიმდინარეობს. თბილისის განვითარების ფონდის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ობიექტებზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

თუმანიანის ქუჩა N1 და N3-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტი 2013 წელს დაიწყო. ძველ შენობა-ნაგებობებს დემონტაჟი ჩაუტარდა, ხოლო მის ადგილას ახალი საცხოვრებელი სახლები შენდება.

"სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად 50-მდე ოჯახის პრობლემა მოგვარდება. ეს ოჯახები ქირით არიან გაყვანილები, რადგან მათი სახლები საცხოვრებლად უვარგისი იყო. თბილისის განვითარების ფონდის მეშვეობით გაკეთდა პროექტები, რომელიც ითვალისწინებს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ორი სახლი დასრულების ფაზაშია და საახალწლოდ გადავცემთ ოჯახებს, დანარჩენ სახლებზე მუშაობაც ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თუმანიანის N3 და N1-დან მოსახლეობა ფონდის მიერ დროებით ქირითაა გაყვანილი. თუმანიანის ქ. N1 -ში სახლის მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა ტიხრების და მოპირკეთების სამუშაოები. სულ მალე დაიწყება კომუნიკაციების შეყვანა. აღნიშნული ობიექტი 40 დღეში დასრულდება და ეტაპობრივად მოხდება მოსახლეობისთვის საცხოვრებელი სახლების ჩაბარება. თუმანიანის ქ. N1-ის პროექტის საერთო ღირებულება 1,495,580.00 ლარია.

თუმანიანის ქუჩა N3-ში, სადაც საცხოვრებელი სახლი უკვე აშენებულია, მიმდინარეობს მოსახლეობისთვის ბინების ჩაბარების შესაბამისი პროცედურები. პროექტის ღირებულება 900 000 ლარს შეადგენს. ბეთლემის ქ. N10 -ში საძირკვლის ნაწილში ჩაისხა საძირკვლის ფილა, ამჟამად მიმდნარეობს კედლის დიაფრაგმის სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება 1 მილიონი ლარია და რეაბილიტაციის პროცესი 2016 წლის სექტემბერში დასრულდება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge