png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მგზავრებით სავსე მატარებელი საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა - რას ყვება ერთ-ერთი გადარჩენილი

  • ეს საინტერესოა
  • 02.03.2018
  • 17:27
მგზავრებით სავსე მატარებელი საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა - რას ყვება ერთ-ერთი გადარჩენილი

1911 წლის 14 ივლისს იტალიის ტურისტულმა ფირმამ „სანეტმა“ რომის რკინიგზის სადგურიდან გაგზავნა მატარებელი, რომელიც მხოლოდ სამი ვაგონისგან შედგებოდა. როგორც i-fakt.ru წერს, შემადგენლობა 106 შეძლებული ტურისტისგან შედგებოდა, რომლებსაც კომპანიამ გასართობი ტურნე მოუწყო. ყველაფერი გრაფიკით მიდიოდა, ვიდრე მატარებელი ლომბარდიის გვირაბს არ მიუახლოვდა.

შემდეგ კი დაუჯერებელი რამ მოხდა. ამის შემდეგ „სანეტის“ მატარებელი აღარავის უნახავს. მაშველებმა გულდასმით შეამოწმეს გვირაბი, მაგრამ არც მატარებელი და არც მგზავრები არსად ჩანდნენ.  

მოგვიანებით, გაირკვა, რომ ორმა მგზავრმა გადარჩენა მოახერხა. მალე გაზეთ „რომის მოამბეში“ დაიბეჭდა ინტერვიუ ერთ-ერთ მათგანთან. ვინმე სინიორ საჯინომ ჟურნალისტებს უამბო, რომ გვირაბში მატარებელი თეთრმა ბურუსმა დაფარა და გაურკვეველი ხმა გაისმა.

მგზავრები ვაგონებს პანიკურად მიაწყდნენ, საჯინოს გაუმართლა - ის ვაგონიდან გადახტა, მას უკან კიდევ ერთი ტურისტი მიყვა.

ამის შემდეგ ვერცერთმა სარკინიგზო კომპანიამ ამ ამოუცნობი გვირაბის მიმართულებით მატარებლის გაგზავნა ვეღარ გაბედა. გვირაბი დაიკეტა და მეორე მსოფლიო ომამდე ამ მდგომარეობაში დარჩა.  

ავიაიერიშის დროს გვირაბის დაკეტილ შესასვლელთან ბომბი აფეთქდა, რომელმაც გვირაბის შესასვლელი საბოლოოდ დაანგრია.

 გამქრალი მატარებლის გარშემო აჟიოტაჟი ნელ-ნელა ჩაცხრა. მგზავრების ბედის შესახებ აღარვის არაფერი შეუტყვია.

მაგრამ ამ შემთხვევიდან 15 წლის შემდეგ ერთ-ერთ არქივში აღმოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეხიკოში მოულოდნელად გამოჩნდა 100 იტალიელი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იტალიიდან მატარებლით ჩავიდნენ.

საინტერესოა, რომ არქივში აღმოჩენილი ჩანაწერი 1845 წლით არის დათარიღებული. ანუ შემთხვევამდე 66 წლით ადრე. მექსიკაში ევროპელები შეშლილებად მონათლეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს.

არქივში ინახება ფსიქიატრის ჩანაწერები, რომელიც იტალიელებთან საუბრებს აღწერს.

სტუმრების ტანსაცმელი მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდის მოდას არ შეესაბამებოდა. ამბობენ, რომ მექსიკაში დღემდე შენახულია თამბაქოს კოლოფი, რომელზეც ამოტვიფრული თარიღი „1907“.

მოგვიანებით არაერთხელ გამოჩნდნენ თვითმხილველები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ „სანეტის“ ამოუცნობი მატარებელი ნახეს. ეს სხვადასხვა ქვეყანაში ხდებოდა - იტალიაში, საბჭოთა კავშირში, გერმანიასა და ინდოეთში.

საბჭოთა კავშირში „სანეტი“ პირველად 1955 წელს გამოჩნდა. ყირიმში ირწმუნებოდნენ, რომ მატარებელი მიტოვებულ რკინიგზაზე ნელა მიდიოდა.

თვითმხილველები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში იდუმალ მატარებელს ერთნაირად აღწერდნენ - ის ძველი ორთქმავალისგან და სამი ვაგონისგან შედგებოდა, რომელსაც  ლათინური წარწერები ჰქონდა.

ამასთან მემანქანე არავის დაუნახავს, ფანჯრები კი ფარდებით იყო დახურული. შემადგენლობა დაფარული იყო თეთრი ბურუსით. მატარებელი მოულოდნელად ჩნდებოდა და მოულოდნელად ქრებოდა.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge