png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მიხელ ჯანელიძე ბოსნია და ჰერცოგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 06.03.2018
  • 16:42
მიხელ ჯანელიძე ბოსნია და ჰერცოგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

სარაევოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან დენის ზვიზდიჩისთან.

მხარეები მიესალმნენ სქართველოსა და ბონია-ჰერცეგოვინას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, რისთვისაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ორივე ქვეყნის საერთო მიზანი - ევროპული და ევროატლანტიკური ​ინტეგრაცია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ის წარმატება მიულოცა, რასაც ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მიაღწია და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსთვის ევროკავშირის დასავლეთ ბალკანეთით გაფართოების მნიშვნელობა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ორივე ქვეყნისთვის დემოკრატიული, ეკონომიკური, ინსტიტუციური განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი განმაპირობებელია. საქართველოს ვიცე პრემიერმა ბოსნია და ჰერცეგოვინას მხრეს მიაწოდა ინფორმაცია ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი მიზნების შესახებ, მათ შორის გააცნო ევროკავშირში ინტერგაციის, საგზაო რუკა. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურთიერთმხარდაჭერა როგორც საგარეო-პოლიტიკური მისწრაფების, ასევე ამ გზაზე რეფორმების იმპლემენტაციისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით.

შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და შესაძლებლობების შესახებ. ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით თანამშრომლობის დიდ პოტენციალს. მათ შორის აღინიშნა, რომ საქართველო თავისი ღია და ლიბერალური ეკონომიკური შესაძლებლობებით კარგ პლატფორმას ქმნის ბოსნია და ჰერცეგოვინასთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის მრეწველობა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა. აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატება ტურიზმის სექტორში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადების ზრდას.

ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბოსნია და ჰერცეგოვინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რაც ასევე გამოიხატა რესპუბლიკა სერბსკაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ჩასვლის ფაქტზე ოფიციალური სარაევოს მტკიცე პოზიციაში, აღინიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ეს მხარდაჭერა ხელს უწყობს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკას.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საჭიროებას. მიხეილ ჯანელიძემ ბოსნია და ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოში მოიწვია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge