png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

პენსიის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა გადაიდო

  • პოლიტიკა
  • 06.03.2018
  • 18:09
პენსიის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა გადაიდო

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ინიციატივა წარადგინა, რომელიც სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, კანონში გაწერილ გამონაკლისთა ჩამონათვალს უნდა დაემატოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების საქმიანობა, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება ანაზღაურებასთან ერთად, პენსიაც მიიღონ.

„ინიციატივა ითვალისწინებს იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა, რომელიც შეიძლება იყოს სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით რომელიმე საჯარო დაწესებულების მიერ ანაზღაურებული, იყოს გამონაკლისის წესის სახით საპენსიო კანონში შეტანილი, რათა ერთდროულად ჰქონდეთ ანაზღაურებისა და პენსიის მიღების უფლება. ეს დღეს საჯარო მოხელეს არ აქვს, პედაგოგების გარდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე არის გმირი, მათთვის ნებისმიერი სახის დამატებითი ანაზღაურება და სარგებელი, რომელსაც სახელმწიფოსგან მიიღებენ, ჩვენი აზრით, წინასწარვე დამსახურებულია. მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ამ ადამიანებმა იქ გააგრძელონ საქმიანობა და ჰქონდეთ შესაბამისი ანაზღაურება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

საკითხის განხილვა თემაზე დამატებითი კონსულტაციების გამართვის მიზნით გადაიდო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge