png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

არ დავიკარგები - მიხეილ სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 07.03.2018
  • 13:41
არ დავიკარგები - მიხეილ სააკაშვილი

ჩემი ოჯახი მდიდარი არ არის, თუმცა ნორმალური ჰოლანდიური შემოსავალი აქვს, საწყის ეტაპზე ეს სავსებით საკმარისი იქნება, შემდეგ კი მე არ დავიკარგები, - ამის შესახებ „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა რუსულ გამოცემა „მედუზასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის უკრაინაში წელსვე დაბრუნდება.

„მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკვე წელს დავბრუნდები უკრაინაში. არ ვფიქრობ, რომ ისინი დიდ ხანს გაძლებენ. ადამიანები, რომლებიც ასეთ ისტერიკაშია, დიდ ხანს გაძლება არ შეუძლიათ, უკრაინული ხასიათის, უკრაინელი ხალხის თავისუფლების სიყვარულის, ცვლილებებისკენ სწრაფვის გათვალისწინებით“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ვინაიდან მისი მეუღლე სანდრა რულოვსი ჰოლანდიელია, მას ნიდერლანდებში ოფიციალური სტატუსის მიღება პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის გარეშე შეუძლია.

„მე არსად არ მინდა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა. მე აქ ვიმყოფები ლეგალურად, როგორც მოქალაქის ოჯახის წევრი. ჩამოსვლისთანავე, ნახევარ საათში მე ბინადრობის მოწმობა გადმომცეს. ეს მე მაძლევს უფლებას, მაგალითად, გავხსნა ანგარიში ბანკში, რადგან მე არც ერთი საბანკო ანგარიში არ დამრჩა. მე შემიძლია გადაადგილება, შემიძლია მქონდეს ლეგალური სამსახური. მაგალითად, უკვე მაქვს ლექციების წაკითხვისა და ფულის გამომუშავების შეთავაზებები“, - დასძინა სააკაშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge