ავიაკომპანია Emirates-ის ეკიპაჟის წევრი თვითმფრინავიდან გადახტა
- მსოფლიო
- 15.03.2018
- 11:34
ავიაკომპანია Emirates-ის ეკიპაჟის წევრი უგანდაში ენტებეს აეროპორტში თვითმფრინავიდან გადახტა და სერიოზული ტრავმები მიიღო.
ეკიპაჟი ასაფრენად ემზადებოდა, როდესაც ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით ავარიული გასასვლელი გაიღო. დაშავებული ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეკიპაჟის წევრის დაზიანებები სიცოცხლისთვის სახიფათოა.
დაწყებულია ინციდენტის გამოძიება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200