png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თანამედროვე ყანდური - ეს არის საპატრიარქოს სახე დღეს -რესპუბლიკელები

  • პოლიტიკა
  • 15.03.2018
  • 12:16
თანამედროვე ყანდური - ეს არის საპატრიარქოს სახე დღეს -რესპუბლიკელები

„შუა საუკუნეების ლიბერალიზმს“ „პოულობს“ საპატრიარქოს ხელმძღვანელი და მოდერნი და პოსტმოდერნი მიაჩნია, თურმე, რწმენის მთავარ მოწინააღმდეგედ მის თანამოსაყდრეს, ცივილიზებული დასავლეთი კი ჩიხიაო - ეს არის პირველი „სიბრძნე“, რაც ამცნო საზოგადოებას მომავალი პატრიარქობის ფავორიტმა კანდიდატმა - აი, ასეთ საქციელს თუ უსაქციელობას, აზრს თუ უაზრობას ეწირება  ეკლესიის და კათალიკოს-პატრიარქის „ალალი ავტორიტეტი და რეიტინგი“ და არა „მიზანმიმართულ თავდასხმას“, როგორც ბ-ნ ბოტკოველს და მის უფროსებს ჰგონიათ, - ასე პასუხობს „რესპუბლიკური პარტია“ საქართველოს საპატრიარქოს საგანგებო განცხადებას.

 „რესპუბლიკელების“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"რესპუბლიკური პარტია ეხმიანება საპატრიარქოს საგანგებო განცხადებას, რომელიც გუშინ გაახმოვანა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საარჩევნო კამპანიის მანძილზე რესპუბლიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები, ციანიდის საქმე, ჯიპები და 25 მილიონი  არის მიზანმიმართული თავდასხმა ეკლესიაზე, რადგან „ზოგიერთი ძალისთვის ყოვლად მიუღებელია ჩვენი ეკლესიის და კათალიკოს-პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი“.

ბ-ნი ბოტკოველის მიერ ჩამოთვლილი „რესპუბლიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები, ციანიდის საქმე, ჯიპები და 25 მილიონი“ არის უტყუარი ფაქტები, რაც მკაფიოდ ადასტურებს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია - ავტოკეფალიის აღმდგენი, ოკუპაციის მედგარი და მთავარი მოწინააღმდეგე, რომელსაც ჰყავდა შეუპოვარი პატრიარქები (კირიონი, ლეონიდე, ამბროსი) და უამრავი ღირსეული სასულიერო პირი, დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ჯერ საბჭოთა, მერე კი პოსტსაბჭოთა რეჟიმების ნაწილად, ხელისუფალთა უმცროს პარტნიორად აქცია. იკადრა სახელისუფლო ქრთამის აღება - ეს არის ბიუჯეტის 25 მილიონი ყოველწლიურად, ეს არის ისედაც მწირი ადგილობრივი თვითმმართველობის პერმანენტული ძარცვა მიწებით, ფულით, სამშენებლო მასალით, ეს არის ენით აუწერელი სატრაპეზოებით ნებივრობა, ეს არის მუდმივად ხელგაწვდილ მდგომარეობაში ყოფნა, ეს ჩრდილოეთის პატრონთან მიმართ ზღვარსგადასული შიში და რიდიცაა. თანამედროვე ყანდური - ეს არის საპატრიარქოს სახე დღეს. „შუა საუკუნეების ლიბერალიზმს“ „პოულობს“ საპატრიარქოს ხელმძღვანელი და მოდერნი და პოსტმოდერნი მიაჩნია, თურმე, რწმენის მთავარ მოწინააღმდეგედ მის თანამოსაყდრეს. ცივილიზებული დასავლეთი კი ჩიხიაო - ეს არის პირველი „სიბრძნე“, რაც ამცნო საზოგადოებას მომავალი პატრიარქობის ფავორიტმა კანდიდატმა.

აი, ასეთ საქციელს თუ უსაქციელობას, აზრს თუ უაზრობას ეწირება  ეკლესიის და კათალიკოს-პატრიარქის „ალალი ავტორიტეტი და რეიტინგი“ და არა „მიზანმიმართულ თავდასხმას“, როგორც ბ-ნ ბოტკოველს და მის უფროსებს ჰგონიათ.

ჩვენ, რესპუბლიკელებს, ღრმად გვწამს, რომ არ არსებობს ავტორიტეტი ადამიანისა და ადამიანის უფლებების გარეშე! ის ღირებულებები, რომელთა ერთგულიც არის რესპუბლიკური პარტია, გაწერილია ადამიანის უფლებების საერთაშორისო აქტებში და საქართველოს კონსტიტუციაში; შესაბამისად, ნებისმიერი პირი თუ ინსტიტუცია, რომელიც არ ცნობს და არ აღიარებს თითოეული ინდივიდის თავისუფლებას, ყოველთვის იქნება ჩვენი მწვავე კრიტიკის ობიექტი. ადამიანი დაბადებით თავისუფალია და თანასწორია, მას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული საგანგებო განცხადება კი კიდევ ერთხელ არის უთანასწორობის და ჩაგვრის წახალისება!

ციანიდის საქმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ თავად საპატრიაქროს წიაღში უმძიმესი მდგომარეობაა. ხელისუფლების გარკვეული ძალები საპატრიაქროსთან ერთად ცდილობენ, ჩაახშონ საჯარო დისკუსია აღნიშნულ საკითხზე და ხელი შეუშალონ საზოგადოებას კანონიერი ინტერესის დაკმაყოფილებაში - სიმართლის გაგებაში. განცხადებაში იკითხება მცდელობა, საპატრიარქოში დაგროვებული მძიმე პრობლემები, რომელმაც თავი ვერ დამალა, გადააბრალონ რესპუბლიკურ პარტიას და „სხვა“ ძალებად მოხსენიებულ გარე სუბიექტებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, ხსენებულ ინსტიტუციაში არსებული ვითარების სიმძიმეს.

მსგავსი საბჭოური მეთოდები არის რეგრესისა და ქვეყნის ჩამორჩენის საფუძველი. თანამედროვე რესპუბლიკური პოლიტიკა ეფუძნება უზენაეს ღირებულებებს, რომელთა გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს პროგრესი. ამ გზაზე ჩვენ დავუპირისპირდებით ნებისმიერ სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო, ფაქტობრივად მასთან შეზრდილ ინსტიტუციას, რომელიც უგულვებელყოფს ადამიანის თავისუფლებას და თანასწორობას, წაახალისებს დისკრიმინაციას, ჩაერთვება კორუფციაში და ნებისმიერი სხვა ფორმით ეცდება ქვეყანა დაუბრუნოს ჩვენი სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი ინსტორიის მანძილზე ყველაზე დამანგრეველ პერიოდს - საბჭოთა ეპოქას.

ერში ტრადიციული მტრის (მეტწილად რესპუბლიკელების)  მერე, ბერშიც დაიწყო პატრიარქმა და მისმა თანამოსაყდრემ მტრების ძებნა - სასულიერო პირების მხილება დააანონსა ბ-მა ბოტკოველმა. ეს ეპისკოპოს შიოს პირველი ნაბიჯებიდანაა, როგორც ჩანს. ნადირობა კუდიანებზე - შინ და გარეთ, ერში და ბერში - აი, დღევანდელი, საქართველოს და რუსეთის ხელისუფალთ დამორჩილებული  საპატრიარქოს სახე!

„რესპუბლიკელები“ მოველით, რომ საპატრიარქო გათავისუფლდება ამ წნეხისგან - კვლავ გახდება თავისუფლების ორიენტირების - საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღმდგენი სასულიერო პირების ღირსი. ჩვენ ახლო მომავალში ისევე მოველით მჭიდრო თანამშრომლობას  სასულიერო იერარქებთან, როგორც ამას ჩვენი პოლიტიკური წინაპრები - ევროპული ორიენტაციის ქართული დემოკრატიული პოლიტიკური ძალები ახერხებდნენ - მაშინ საერო და სასულიერო პირებმა ერთობლივად უზრუნველყვეს ავტოკეფალიის აღდგენაც, პატრიარქის არჩევაც,  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაც და მის დასაცავად ბრძოლაც!

ამის იმედს გვაძლევს წესიერი, კვალიფიციური სასულიერო პირების საქმიანობაც, მათ შორის სინოდის წევრებსაც ვგულისხმობთ. საპატრიარქოს დღევანდელი მესვეურნი კი მტრებს ეძებენ სასულიერო პირებში. სინოდშიც?

რესპუბლიკური პარტია შეიქმნა საბჭოთა კავშირის დანგრევის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების რწმენით, ეს შედეგი მიღწეულია, ჩვენი მოქალაქეების ძალისხმევით!

დღეს რესპუბლიკური პარტია იბრძვის საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისათვის და ეს შედეგიც დადგება, ჩვენი მოქალაქეების ძალისხმევით!", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ საპატრიარქოს სახელით პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარია, რომ ეკლესიის დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება იგეგმება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge