png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„საქსო ბანკი“ ვარაუდობს, რომ ქართული ლარი 10%-ით გამყარდება

  • ეკონომიკა
  • 25.11.2015
  • 17:41
„საქსო ბანკი“ ვარაუდობს, რომ ქართული ლარი 10%-ით გამყარდება

„საქსო ბანკი“ ვარაუდობს, რომ ქართული ლარი 10%-ით გამყარდება, აღნიშნულის შესახებ განცხადება SAXO BANK-ის (საქსო ბანკის) მთავარმა ეკონომისტმა სტინ იაკობსენმა გააკეთა. ეკონომისტი ამის ძირითად მიზეზად ასახელებს იმას, რომ ამერიკული დოლარი შეწყვეტს გამყარებას.

„აქ გასათვალისწინებელია ერთი ტენდენცია, რომელიც ყველას ყურადღების მიღმა რჩება, რომ დოლარის კურსი უარყოფით კორელაციაშია შეერთებული შტატების  მონეტარულ პოლიტიკასთან. შესაბამისად, ინვესტორებს ლარი უდიდეს შესაძლებლობებს უხსნის, რადგან სახეზეა ინვესტორებისთვის აუცილებელი ორივე კომპონენტი - ღირებულება და ფასი. ფასი, რასაც იხდი, ღირებულება, რასაც იღებ და ორივე შემთხვევაში, ვფიქრობ, ლარი საუკეთესო ვარიანტია. მეტი ინვესტიცია იქნება აბრეშუმის გზის ინფრასტრუქტურაში, ჰიდროენერგეტიკის განვითარების პარალელურად. ამდენად, საუკეთესო მაკროეკონომიკური განვითარება, რასაც 30 ქვეყანაში ჩემი ვიზიტის დროს დავაკვირდი, არის საქართველოს შემთხვევაში. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, 2016 წელს ლარი 10%-ით უნდა გამყარდეს. საქართველოს ვალუტის ფასი შესუსტდა რეგიონული ფაქტორების გამო, მთელს რეგიონში ასეა. 2016 წელს დოლარის კურსი შესუსტდება და ლარი გამყარებას დაიწყებს. უზარმაზარი დეფიციტის მიუხედავად პოზიტიური ტენდენციები უნდა დაიწყოს. ალბათ ბევრი ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ  ლარს დიდი შესაძლებლობები გააჩნია კურსის გამყარების თვალსაზრისით.

მაღალპროდუქტიულობის წყალობით, ასვე ჰიდროენერგეტიკული და სხვა პროექტების საშუალებით, ლარის 10%-იანი გამყარება უნდა იყოს აბსოლუტურად რეალური,“ განაცხადა „საქსო ბანკის“ (SAXO BANK) მთავარმა ეკონომისტმა სტინ იაკობსენმა.

აღნიშნული განცხადება მან მედიასთან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც „გალტ & თაგარტმა“ და „საქსო ბანკმა“ ონლაინ პლათფორმა GT TRADER წარადგინეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge