png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტი დანიაში გაემგზავრა

  • პოლიტიკა
  • 26.11.2015
  • 14:46
დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტი დანიაში გაემგზავრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემორმხრივი შეხვედრა გამართა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კრისტიან იენსენთან. შეხვედრა დანიის სამეფოში, ქ.კოპენჰაგენში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. დავით ბაქრაძეს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა დანიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა საგარეო საკითხებში ლონე ვისბორგმა.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის  შესრულების საკითხზე. დანიურმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გეგმის შესრულების კუთხით განხორციელებული სამუშაო.  კრისტიან იენსენმა და ლორე ვისბორგმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს დანიის ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და გამოთქვეს მზაობა ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე.

შეხვედრებზეიმსჯელეს ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. მხარეების მიერ აღინიშნა იმ ღონისძიებების მნიშვნელობა, რომელიც  არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელდა. შეხვედრებზე დანიურმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ  ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში შეტანილი წვლილისათვის.მხარეებმა, აგრეთვე იმსჯელეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.

შეხვედრებზე საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში–„საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი: მიმდინარეობა და პერსპექტივები“ (Georgia’s EU and NATO Integration Process: State of Play and Prospects).

ღონისძიებას ორგანიზაციის წევრი ანალიტიკოსები, ექსპერტები და კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავით ბაქრაძემ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge