png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„რესპუბლიკური პარტია“ რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

  • პოლიტიკა
  • 22.03.2018
  • 11:56
„რესპუბლიკური პარტია“ რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„რესპუბლიკური პარტია“ რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"რესპუბლიკური პარტია" მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ 21 მარტს მიღებულ, მართალია, დაგვიანებულ, მაგრამ მნიშვნელოვან რეზოლუციას "რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ.

"რესპუბლიკური პარტიის აზრით, აღნიშნული რეზოლუცია წარმოადგენს ზენაციონალურ და მრავალპარტიულ დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს სახელმწიფომ ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში უნდა იხელმძღვანელოს უწყვეტი საერთაშორისო მხარდაჭერის, რუსეთის ფედერაციისგან საქართველოს დეოკუპაციისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში.

რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ ყველა პროდასავლური პოლიტიკური ორგანიზაციის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მოქალაქეებისათვის "ოკუპაციის", როგორც უპირველესად სამართლებრივი სტატუსის, გაზიარება, რომელიც გამომდინარეობს რუსეთის ფედერაციის აგრესიული და დესტრუქციული ქმედებებიდან დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესში.

აღნიშნული რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი და ოკუპაცია ერთი მედლის ორი მხარეა, როგორც ეს რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნდა:

- 1978 წელს, როცა მან დამფუძნებელ დოკუმენტში საქართველოს დამოუკიდებლობა მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა;

 -1994 წელს, როცა  საქართველოს დსთ-დან გამოსვლას და ე.წ. "რუსეთის სამშვიდობოებისთვის" ოკუპანტის სტატუსის განსაზღვრას მოითხოვდა;

-2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით აფხაზეთი და ე.წ. "სამხრეთ ოსეთი" საქართველოსგან დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა, მაგრამ  საქართველოს აღნიშნულ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზები განალაგა;

-2018 წელშიც, როდესაც რუსეთის ფედერაცია უკვე ათი წელია არ ასრულებს არცერთ მის მიერ აღებულ ვალდებულებას, რომელთაც ითვალისწინებს ე.წ. "სარკოზის შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ."

რესპუბლიკური პარტიის აზრით, ე.წ. "ჟენევის პროცესი" წარმოადგენს ერთადერთ ლეგიტიმურ, საერთაშორისოდ მხარდაჭერილ, პროცესს რუსეთთან მოლაპარაკებებში, რომელზეც საქართველომ მიზნად უნდა დაისახოს რუსეთისგან ვალდებულებების აღება  ადამიანთა უფლებების დაცვაზე, ძალის არგამოყენებაზე, და საქართველოს შიდა საკითხებში არჩარევაზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და სახელმწიფოებრივ განვითარებაში.

რესპუბლიკური პარტია არ ეთანხმება რუსეთის ფედერაციის კარნახით საქართველოს მიერ ვალდებულების აღებას "ძალის არგამოყენებაზე" ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით, რადგან უკვე 2009-2010 წლებში საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფომ გაეროსა და ეუთოს, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის წინაშე აიღო ვალდებულება ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიანად გადაჭრაზე.

რესპუბლიკური პარტია ყოველთვის მშვიდობაზე ორიენტირებული დიალოგის ერთგულია, რაც გულისხმობს ადამიანთა უფლებების ურთიერთპატივისცემას და მნიშვნელოვან როლს ანიჭებს "სახალხო დიპლომატიას," საერთაშორისო მხარდაჭერით ჰუმანიტარული და სოციალური პროექტების ხელშეწყობას ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით. 

აღნიშნული რეზოლუციის საფუძველზე, რესპუბლიკური პარტია ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფოს ხელშეუხებლობას და დაცვას, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი ფორმებით აღდგენას და ყველა ეთნიკური უმცირესობის მონაწილეობით ერთიანი ქართული სახელმწიფოს განვითარებას", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge