ჩეხეთის ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 22.03.2018
- 15:31
აფეთქება მოხდა ჩეხეთის ქალაქ ვლტავოუს კრალუპიში- ქიმიურ ქარხანაში. დაიღუპა 6 ადამიანი, ორი დაშავდა. ქალაქი პრაღასთან ახლოს მდებარეობს.
გარემოს დაბინძურება არ მომხდარა.
ქარხანაში პოლიციის, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. აფეთქების ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. პოლიციამ მომხდარის გამოძიება უკვე დაიწყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200