png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ძალიან სამწუხაროა, რომ ქალაქის მერმა პირველივე საჯარო შეხვედრაზე პირდაპირ ძალადობას მიმართა -ხოშტარია

  • პოლიტიკა
  • 28.03.2018
  • 15:04
ძალიან სამწუხაროა, რომ ქალაქის მერმა პირველივე საჯარო შეხვედრაზე პირდაპირ ძალადობას მიმართა -ხოშტარია

როგორ შეიძლება არ დასვა კითხვა სად წავიდა 2 მილიონზე მეტი და რა ბედი ელის გენგეგმას, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მუშაობდა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ ქალაქის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გენგეგმის მიხედვით გავლენა იქნება მთლიანად ყველა მოქალაქეზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალურად იყოს მსჯელობა შესაძლებელი, თუ რა ტიპის გენგეგმა ექნება ქალაქს.

"ქალაქის გენგეგმა არ არის პარტიული დოკუმენტი, მეტიც არ არის მერის დოკუმენტი. ეს არის მთლიანად ქალაქის დოკუმენტი. გენგეგმის მიხედვით გავლენა იქნება მთლიანად ყველა მოქალაქეზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ მსჯელობა თუ რა ტიპის გენგეგმა გვექნება. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც უკვე ქართული ოცნების ქალაქის მმართველობის პერიოდში დაიხარჯა მილიონობით ლარი, რომელზეც ბუნებრივია არსებობს დიდი მოლოდინი თუ რაში დავხარჯეთ ეს თანხა და რა არის ამის შედეგი. რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ, ეს იყო ძალიან სამწუხარო შემთხვევა. არაპროფესიონალური, მიზანმიმართული გამოლანძღვა გენგეგმის ჯგუფის, ანუ მერიის კონტრაქტორის, პირდაპირ გასალანძღად შეკრებილი საჯარო შეხვედრა, სადაც ყველანაირი არგუმენტების გარეშე მოხდა ამ ჯგუფის გაშავება იმისთვის, რომ კახი კალაძემ ეს გეგმა არ მიიღოს. ეს არის არაკეთილსინდისიერი მიდგომა იმიტომ, რომ განხილვა ამ თემაზე უნდა იყოს, მაგრამ გადაბრალება ვიღაცაზე და თან დაუსაბუთებლად არის არასამართლიანი და არასწორი. ძალიან ცუდია და სამწუხაროა, რომ ქალაქის მერმა პირველივე საჯარო შეხვედრაზე, სადაც ოპოზიცია გამოვიდა კრიტიკული შენიშვნით პირდაპირ ძალადობას მიმართა, გამაწყვეტინეს სიტყვა, გაიქაჩა მეორე ოპოზიციონერის მიმართ, ანუ წამომწყები აქ უშუალოდ იყო მერი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაბლოკოს განსხვავებული აზრი. მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ის ატმოსფერო, სადაც ჩვენ შევძლებთ ქალაქისთვის რაიმე სასარგებლო შედეგის მოტანას. მინდა მოვუწოდო ქალაქის მერს, რომ მოახერხოს, გადადოს გვერდზე თავისი ემოციები და ნუ დათესავს ისეთ ატმოსფეროს, როდესაც იკეტება თავის კარში და განსხვავებულ აზრს არ უსმენს. როგორ შეიძლება არ დასვა კითხვა სად წავიდა 2 მილიონზე მეტი და რა ბედი ელის გენგეგმას, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ კითხვაზე პასუხის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ შეურაცხყოფებს და დახურულ შეხვედრებს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge