png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გენერალურმა ინსპექციამ შსს-ს თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავა

  • სამართალი
  • 31.03.2018
  • 13:00
გენერალურმა ინსპექციამ შსს-ს თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შემდეგ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ობიექტის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ნ.ბ. თაღლითობის ფაქტზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ბ.-მ მოქალაქე ა.მ-ს ძალოვან სისტემაში სამსახურის დაწყებაში დახმარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ, დოკუმენტებისა და საქმის მოგვარებისთვის მოსთხოვა თანხა - 4000 ლარამდე. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც მოქალაქემ მოთხოვნილი თანხის ნაწილი გადასცა. პოლიციამ აღნიშნული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge