YouTube მსოფლიოს მასშტაბით თავისი ოფისების დაცვას აძლიერებს
- მსოფლიო
- 05.04.2018
- 13:53
კალიფორნიის შტატში YouTube-ის შტაბ-ბინაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ კომპანია Google-მა მთელს მსოფლიოში თავის ოფისებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.
„ჩვენ დეტალურად შევისწავლით ინციდენტს და გავაძლიერებთ არსებულ უსაფრთხეობის ზომებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ოფისში, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი უფრო დაცული გავხადოთ“, - ნათქვამია კორპორაციის განცხადებაში.
3 აპრილს YouTube-ის ოფისში შეიარაღებული 39 წლის ნასიმ აგდამი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ინციდენტის შედეგად დაიჭრა ოთხი ადამიანი. მომხდარის შემდეგ ქალმა თავი მოიკლა.
თავდასხმის ზუსტი მიზეზები ჯერ დაუდგენელია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200