გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ბომბი შემთხვევით საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩამოაგდო
- მსოფლიო
- 11.04.2018
- 19:03
საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავმა Mirage 2000-მა ბომბი შემთხვევით ქარხანაზე ჩამოაგდო. იუწყება France Bleu.
ინციდენტი სამშაბათს ლუარეს დეპარტამენტში მოხდა. საფრანგეთის საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავი დასახლებულ პუნქტზე მიფრინავდა, როცა ერთ-ერთმა მათგანმა შემთხვევით ბომბი დაკარგა. ის პირდაპირ კომპანია „Faurecia“-ს ქარხანას დაეცა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
როგორც საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალები განმარტავენ, ბომბი სასწავლო დანიშნულების იყო და არ შეიცავდა ასაფეთქებელ ნივთიერებებს. წესით მისი ჩამოგდება პოლიგონზე იყო დაგეგმილი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200