png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ყავა მამაკაცის ინტელექტს ადუნებს

  • ეს საინტერესოა
  • 13.04.2018
  • 13:11
ყავა მამაკაცის ინტელექტს ადუნებს

ინგლისელმა ფსიქოლოგებმა ფინჯანი ყავის დალევამდე და დალევის შემდეგ ქალისა და მამაკაცის ქცევას შორის განსხვავება გამოიკვლიეს. ქალებს გამამხნევებელი სასმელის გავლენა საშუალებას აძლევდათ სტრესულ სიტუაციაში ემოქმედათ ოპერატიულად და ეფექტურად. ხოლო მამაკაცებს კი, პირიქით ხელს უშლიდა ეფიქრათ ლოგიკურად, მიეღოთ სწორი და სწრაფი გადაწყვეტილება.

ექსპერიმენტში სპეციალისტებმა 64 მოხალისე ჩართეს, ისინი 32 ერთსქესიან თანატოლ წყვილად დაყვეს. თითოეულ ადამიანს ოთხი ტესტი ელოდა: თავსატეხის ამოხსნა, მოლაპარაკებების წარმართვა, ტესტი მეხსიერებაზე და სამი წინა ტესტის საჯარო პრეზენტაცია. სანამ ამ პროგრამის განხორციელებას შეუდგებოდნენ, 16 წყვილმა მიიღო ფინჯანი ყავა, ხოლო სხვა მონაწილეებს შეხვდათ სასმელი კოფეინის გარეშე.

კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ყავის გავლენით ქალებმა შეძლეს აეწყოთ თავსატეხი საშუალოდ 100 წამით ადრე იმ ქალებზე, ვინც უკოფეინო სასმელს მიირთმევდა. რაც შეეხებათ მამაკაცებს - კოფეინმიღებულთა რეაქცია თავსატეხის აწყობისას 20 წამით ჩამორჩებოდა, ხოლო მეხსიერების ტესტში სრული ჩავარდნა ჰქონდათ.

ამგვარად, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყავის მიღება ადუნებს მამაკაცის ინტელექტს. შესაბამისად, ამ სასმელის მიღება მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ მამაკაცებისთვის რეკომენდირებული არ არის. ხოლო, ქალებისთვის ყავა სასარგებლოა: ყოველდღიურად 4 ფინჯანი ყავა თავიდან ააცილებთ საშვილოსნოს ყელის კიბოს, ამასთან ყავა შეიძლება არც შეიცავდეს კოფეინს. 

"თუ ქალები ყოველდღიურად 4 ფინჯან ყავას ღებულობენ, საშვილოსნოს ყელის კიბოს წარმოქმნის რისკი 25% -ით მცირდება, იმასთან შედარებით ვინც დღეში ერთი ფინჯანით ნაკლებს სვამს", - მიიჩნევენ ექსპერტები.

ქალები, რომლებიც დღეში 2-3 ფინჯან ყავას მიირთმევენ 15%-ით ნაკლებად იტანჯებიან დეპრესიით, ვიდრე ისინი, ვინც იშვიათად ღებულობს ამ სასმელს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge