png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს არც ნატოსთან და არც ევროკავშირთან როგორც ვართ დღეს ჩვენი რეფორმებიდან და მიდგომებიდან გამომდინარე-ჯანელიძე

  • პოლიტიკა
  • 17.04.2018
  • 16:30
არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს არც ნატოსთან და არც ევროკავშირთან როგორც ვართ დღეს ჩვენი რეფორმებიდან და მიდგომებიდან გამომდინარე-ჯანელიძე

ნატო-ს დღეების ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქვემო ქართლის თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ამ კუთხით არსებულ პროგრესზე ისაუბრა.

მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ნატოს დღეების ფარგლებში პირველი ვიზიტით სწორედ მარნეულს ეწვია, ქალაქს, რომელიც მისი თქმით არის დიდი შესაძლებლობების, ისტორიისა და დიდი მომავლის მქონე ქალაქი, ხოლო საზოგადეობა აქტიური და მონდომებული, რომ მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესულ პროცესებს. მინისტრის განცხადებით უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს სწორი აღქმა იმ შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ, რომელიც ინტეგრაციის პროცესს თან ახლავს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე და აღნიშნა, რომ საქართველო-ნატოს თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლებასა და გაძლიერებას ემსახურება.

"ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების უალტერნატივო არჩევანი. ჩვენ გვაქვს თავდაცვის უნარიანობის ამაღლების უფლება, ჩვენ გვაქვს გაძლიერების საჭიროება, იმისათვის, რომ ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო, შეგვეძლოს თავდაცვა და შეგვეძლოს აგრესიასთან გამკლავება. სწორედ თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას და გაძლიერებას ემსახურება ჩვენი ნატო-სთან თანამშრომლობა" - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღმავებისა და გაძლიერებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რათა საქართველო კიდევ უფრო მეტად დაკავშირებოდა ევროატლანტიკურ ოჯახს და მის ღირებულებებს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხო და წარმატებული მომავლისთვის.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა დღეს საქართველო უკვე ასპირანტი ქვეყანაა და მას გააჩნია ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას ხდის მეტად ინტეგრირებულს ნატო-სთან და ნატო-ს სტანდარტებთან.

"ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ ასე ახლოს არც ნატოსთან და არც ევროკავშირთან როგორც ვართ დღეს ჩვენი რეფორმებიდან, მიდგომებიდან და ნაბიჯებიდან გამომდინარე. ჩვენი მიზანია ამ თანამშრომლობით უზუნველვყოთ მეტი მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრისას ასევე ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ხაზი გაუსვა მთავრობის საბოლოო მიზანს, რასაც ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს.

"ჩვენი მიზანია საბოლოო წევრობა ევროკავშირში - რათა ჩვენ ვიყოთ ერთიანი ევროპული ოჯახის სრუფასოვანი წევრი და მივიღოთ ყველა ის სიკეთე, რომელსაც იღებს ევროპული ოჯახის წევრი ქვეყნის მოქალაქეები. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ, ჩვენ დღეს გვაქვს განსაკუთრებული შედეგი, ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა "აღმოსავლეთ პარტნიორობაში" ჩვენი პროგრესით, რეფორებით და ინტეგრაციის პროცესით. ჩვენი მიზანია გავეჯიბროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანების გზაზე დგანან, შეიძლება თავისუფლად ვთქვათ, რომ ჩვენ ნამდვილად არ ჩამოვუვარდებით, თუ არ ვუსწრებთ კიდევაც, ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანების გზაზე დგანან. ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ და აუცილებად დადგება ის დრო და მომენტი, როდესაც ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდებით" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა და საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge