png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანაა ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება - გომელაური

  • პოლიტიკა
  • 18.04.2018
  • 15:00
უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანაა ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება - გომელაური

საანგარიშო პერიოდში, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზმა ცხადყო, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანებია: ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა, საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობის, უიმედობისა და ნიჰილიზმის გაჩენა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სუს-ის წლიურ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები კვლავ აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას. მისივე თქმით, ისინი ცდილობენ, პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის, ასევე სხვა კომპონენტების გამოყენებით, სასურველი შედეგის მიღებას.

გომელაურის განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ წარმოებაში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ გამოყენებული მეთოდები გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მიმართულია ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების, ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ.

მან აქვე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ შეიმჩნევა ექსპერტული სამეცნიერო კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების შექმნის მცდელობა, სადაც ხდება კონკრეტული საკითხების დამუშავება და საზოგადოებისთვის საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიწოდება.

"გარკვეული ორგანიზაციები ეროვნული და რელიგიური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მიზანმიმართულად ცდილობდნენ შუღლისა და სიძულვილის გაღვივებას, ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტრუქციული მოწოდებებით სახელმწიფოსათვის გარკვეულწილად დამაზიანებელი იდეებისა და შეხედულებების გავრცელებას. საანგარიშო პერიოდში, კომპლექსურად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების დასადგენად. გამოვლენილია პირთა წრე, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები. დადგენილია მათი კონტაქტები საქართველოს მოქალაქეებთან. მიმდინარეობს აღნიშნული კონტინგენტის ოპერატიული შესწავლა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა. საქართველოსა და უცხო ქვეყნებში იდენტიფიცირებულნი არიან პირები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის იდეის პროპაგანდას ეწევიან. მათი მხრიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალების მიზნით, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციული ნაკადების ფონზე, მუდმივად მიმდინარეობს მიგრაციული არხების მონიტორინგი”,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge