png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი - პაოლო ალი

  • პოლიტიკა
  • 23.04.2018
  • 11:32
ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი - პაოლო ალი

ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მანამდე კი უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ ბათუმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება არის ევროპის უსაფრთხოების ნაწილი, რაც აქ მოხდება, აუცილებლად აისახება ევროპაზე.

"გვინდა ვიხილოთ ეს რეგიონი, როგორც თავისუფალი განვითარების რეგიონი.

ჩვენ დღეს შევიკრიბეთ გაუგებრობის ფონზე, რომელიც რეგიონშია, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები, ანექსირებულია ყირიმი, რთულია ვითარება უკრაინაში, რუსეთი ბრძოლობს, რომ გაიმყაროს პოზიციები სირიაში, სადაც პირდაპირ მუშაობს ასადის რეჟიმთან. ალიანსის წინაშე დგას დიდი ამოცანა, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შენარჩუნების თვალსაზრისით“,- განაცხადა პაოლო ალიმ.

მისივე განცხადებით, საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის არაჩვეულებრივი მაგალითია.

„ეს ინტეგრაცია არის ტრანსფორმაციის საშუალება – დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების გარანტი ვიცით, რამდენად მონდომებულია საქართველოს, რომ მიაღწიოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ნატო-მ ევროკავშირმა და საქართველომ ერთად უნდა იზრუნონ, რომ შეინარჩუნონ ეს დინამიკა“,- აღნიშნა პაოლო ალიმ, რომელმაც აქვე დასძინა, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს ნატო-მ მტკიცედ და ოპერატიულად განახორციელა რეაგირება და შესაბამისად, ჩამოყალიბდა ნატო-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეა.

„ჩვენ აღვნიშნავთ 10 წლის თანამშრომლობას და საპარლამენტო თანამშრომლობა გახდა ურთიერთობის მთავარი ნაწილი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავაღრმაოთ ეს ინტეგრაცია. 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს ნატო-მ მტკიცედ და ოპერატიულად განახორციელა რეაგირება და შესაბამისად ჩამოყალიბდა ნატო-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეა. მინდა ხაზი გავუსვა სწორედ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას, როგორც ერთგვარ კოლეგიალურ თანამშრომლობას და მადლობა გადავუხადო ირაკლი სესიაშვილს, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას, დღევანდელი სემინარის ორგანიზებისთვის.

2018 წელი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როცა აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე. სამ წელიწადში, მაშინ ახალგაზრდა რესპუბლიკამ, საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია, თუმცა 1921 წელს წითელმა არმიამ გაანადგურა ევროპული პერსპექტივები“,- განაცხადა პაოლო ალიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge