png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს -რესპუბლიკური პარტია

  • პოლიტიკა
  • 23.04.2018
  • 16:10
სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს -რესპუბლიკური პარტია

"რესპუბლიკურ პარტიას" მიაჩნია, რომ ერევანში მიმდინარეობს სომხეთის მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის, როგორც თავად უწოდეს, "ხავერდოვანი ბრძოლა" ევროპული ფასეულობებისა და მომავლისათვის, რასაც საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს გამოცდილების გაზიარების, იდეების გაცვლის და სამოქალაქო დიალოგის მიღებული ფორმებით, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სომხეთში მიმდინარე მოვლენებს ეხება.

როგორც განცხადებაში წერია, "რესპუბლიკური პარტია" გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს და საერთაშორისო კავშირებს  ევროპის ლიბერალურ–დემოკრატიულ ალიანსში (ALDE) და საერთაშორისო ლიბერალურ ორგანიზაციაში (Liberal International), რომ სომხეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და შექმნას წინაპირობები ოპოზიციასთან ისეთი დიალოგის წარმართვისთვის, რომელიც ორიენტირებული იქნება რეალური გარდაქმნების განხორციელებისკენ ლიბერალური დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების დაცვის, სოციალურ–ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით.

„ჯი-ეიჩ-ენი“ „რესპუბლიკებელის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს რესპუბლიკური პარტია ყურადღებით აკვირდება მეზობელი სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს, დემოკრატიული უფლებების დაცვისკენ მიმართულ საპროტესტო აქციებს. აქციებს ხელმძღვანელობს ლიბერალური მიმართულების პარტია, რომელიც ღიად უპირისპირდება ევრაზიულ კავშირში სომხეთის ყოფნას და ევროპული ინტეგრაციის ფლაგმანია ქვეყანაში.

ჩვენი აზრით, სომხეთის ხელისუფლებამ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიუხედავად, განახორციელა მხოლოდ ფასადური ცვლილებები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, როდესაც ერთპიროვნული საპრეზიდენტო მმართველობიდან თითქოს გადავიდა საპარლამენტო–რესპუბლიკურ მოდელზე, მაგრამ სინამდვილეში იმავე პოლიტიკური სახეებით ჩამოყალიბდა "პრემიერის რესპუბლიკის" კლანურ–ავტორიტარული სისტემა.

ყოველივე ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხეთის ხელისუფლების ლიდერის ცინიკური მოქმედება, როდესაც მან სატელევიზო ეთერში საჯაროდ ოპოზიციის ლიდერის ნიკოლა პაშინიანის მიმართ გაჟღერებული მუქარები მყისიერად აღასრულა, რასაც მოჰყვა როგორც პაშინიანის და ოპოზიციის სხვა ლიდერების, მათ შორის სამი პარლამენტარის, დაკავება, მათ წინააღმდეგ აბსურდული ბრალდებების წაყენება და ძალისმიერად ჩამოცილება საპროტესტო აქციებიდან.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია აცნობიერებს, რომ ერევანში მიმდინარე პროცესები უკავშირდება როგორც სომხეთში, ისე მთლიანად რეგიონში რუსეთის დესტრუქციული გავლენების განეიტრალებას, რუსეთის გარეშე რეგიონის ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრას და გრძელვადიანი რეგიონალური უსაფრთხოების მიღწევაზე თანასწორად ჩართულობას და პასუხისმგებლობის აღებას. 

საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ ერევანში მიმდინარეობს სომხეთის მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის, როგორც თავად უწოდეს, "ხავერდოვანი ბრძოლა" ევროპული ფასეულობებისა და მომავლისათვის, რასაც საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს გამოცდილების გაზიარების, იდეების გაცვლის და სამოქალაქო დიალოგის მიღებული ფორმებით.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს და საერთაშორისო კავშირებს  ევროპის ლიბერალურ–დემოკრატიულ ალიანსში (ALDE) და საერთაშორისო ლიბერალურ ორგანიზაციაში (Liberal International), რომ სომხეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და შექმნას წინაპირობები ოპოზიციასთან ისეთი დიალოგის წარმართვისთვის, რომელიც ორიენტირებული იქნება რეალური გარდაქმნების განხორციელებისკენ ლიბერალური დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების დაცვის, სოციალურ–ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, აქცია სომხეთის პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ 13 აპრილს დაიწყო.

მომიტინგეები ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას, თუმცა პოლიციამ მათი ქმედება შეაჩერა. ურთიერთშეჯახების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. მომდევნო დღეს მომიტინგეებმა განაცხადეს სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ.

პროტესტის მიუხედავად, სომხეთის პარლამენტმა სერჟ სარგსიანი მაინც აირჩია პრემიერ-მინისტრად.

აქცია სომხეთის დედაქალაქში მე-10 დღეა გრძელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge