png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

პრეზიდენტს არ უსაუბრია კრიმინოგენულ ვითარებაზე, კორუფციასა და ტოტალურ გაჭირვებაზე - ელენე ხოშტარია

  • პოლიტიკა
  • 02.05.2018
  • 15:49
პრეზიდენტს არ უსაუბრია კრიმინოგენულ ვითარებაზე, კორუფციასა და ტოტალურ გაჭირვებაზე - ელენე ხოშტარია

5 წლის განმავლობაში მარგველაშვილს შეეძლო მეტი გამბედაობა გამოეჩინა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე, მოსმენების კანონზე, კრიმინალურ ვითარებასა და კორუფციაზე, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ამ საკითხებზე უფრო მეტი გამბედაობა უნდა ყოფილიყო.

"პირველ რიგში, ეს იყო "ქართული ოცნების" შეფასება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირ ვაღიაროთ, რომ ყველა იმ საკითხზე, რაზეც "ქართულ ოცნებაში" იყო ძალიან დიდი მოლოდინი, რატომაც მათ მიიღეს მანდატი, ეს არის დემოკრატიული განვითარება, სასამართლო სისტემა, მედია ვითარება, ეს არის პოლიტიკური პროცესი. ყველა მიმართულებით გიორგი მარგველაშვილმა ძალიან მკაფიოდ, სამართლიანად ისაუბრა და თქვა, რომ სერიოზული ჩავარდნა აქვს ხელისუფლებას. როგორ მიზანმიმართულად ებრძოდა "ქართული ოცნება" პოლიტიკურ პარტიებს, როგორ დაზიანდა დემოკრატია, როგორი პრობლემებია მედია გარემოში ანუ ამ შემთხვევაში, რისთვისაც მანდატი მიიღო ქართულმა ოცნებამ. მეორე ნაწილი, რაც სამწუხაროდ პრეზიდენტს არ უსაუბრია, ეს არის კრიმინოგენური ვითარება და განცდა იმისა, რომ დაუცველია ყველა. გვესმის დაპირისპირება ქუჩებში ახალგაზრდებს შორის, მკვლელობები, ძალადობა ოჯახებში ასევე სოფლებში, სადაც დადიხარ და საქონელს პარავენ ხალხს. არც კორუფციაზე არ უსაუბრია პრეზიდენტს და რაც მთავარია არ უსაუბრია ტოტალურ გაჭირვებაზე და იმ უიმედობაზე, რაც არის დღეს ქვეყანაში. დღეს ჩვენ გვიყურებენ ადამიანები, რომლებსაც პასუხი უნდათ მხოლოდ ამაზე და ჩვენ რა თქმა უნდა "ქართულ ოცნებასთან" დავაყენებთ ყველა ამ საკითხს, როდესაც ესეთი ვითარებაა ქვეყანაში არ გამოსწორდა ის, რასაც ხალხი ელოდა და პირიქით გაუარესება არის სოციალურ-ეკონომიკური. ამაზე ვინმემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად გვესმოდეს მთავარი პასუხისმგებელი ამ ვითარებაზე, იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რაც პრეზიდენტს დღეს გააჩნია და ასევე იმ მიზანმიმართული ბრძოლიდან, რაც პრეზიდენტის მიმართ იყო არაერთხელ გაგვიკრიტიკებია, რომ იმ ხუთი წლის განმავლობაში მეტი გამბედაობა შეეძლო გამოეჩინა. სასამართლო სისტემაში მიმდინარე პრობლემებზე, მოსმენების კანონზე და სხვადასხვა ბევრ საკითხებზე უფრო გამბედავი უნდა ყოფილიყო. ჩვენ დავსვამთ კითვებს რა უშველის იმ ახალგაზრდების უპერსპექტივობის გრძნობას, რა უშველის უმუშევრობას, კრიმინალურ ვითარებას, კორუფციას და ა.შ. აი ამაზე უნდა გვიპასუხონ თუ როგორ გამოსწორდება ეს ყველაფერი",- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge