png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

შს სამინისტროს ინიციატივით 14 ქვეყნის პოლიციისა და უსაფრთხოების ატაშეთა კონფერენცია გაიმართა

  • სამართალი
  • 30.11.2015
  • 15:06
შს სამინისტროს ინიციატივით 14 ქვეყნის პოლიციისა და უსაფრთხოების ატაშეთა კონფერენცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოში აკრედიტებული, პოლიციისა და უსაფრთხოების ატაშეთა ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გახსნა. შს მინისტრმა ატაშეებს ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60%-ზე მეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა, რასაც სამინისტრომ წარმატებით გაართვა თავი და ექსპერტებისგან პოზიტიური შეფასებაც მიიღო. მინისტრის თქმით, დღევანდელი კონფერენციაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი წარმატებით განხორციელებული ვალდებულებაა, რომელიც სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას და გაღრმავებას ითვალისწინებს. შს მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრი და გაიზარდა პოლიციის ატაშეების რაოდენობა.
კონფერენციაზე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ღონისძიების მონაწილეებმა იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს, რომელთა წინაშეც დგას დღეს საერთაშრისო საზოგადოება.
შს სამინისტროს წარმომადგენლებმა უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს.
კონფერენციას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორები და ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი ქვეყნების: აშშ-ს (გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს, რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერი), ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბელგიის, თურქეთის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სომხეთისა და უკრაინის პოლიციისა და უსაფრთხოების ატაშეებმა. ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდა ევროპის პოლიციის ოფისის (ევროპოლი) წარმომადგენელი.
კონფერენციის ფარგლებში პირველად გაიმართა ორმხრივი შეხვედრები საქართველოში აკრედიტებულ, პოლიციისა და უსაფრთხოების ატაშეებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების წარმომადგენლებს შორის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge