png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველო და რუმინეთი როგორც ორმხრივ, ასევე შავი ზღვის რეგიონულ ფორმატში, მჭიდროდ თანამშრომლობენ - სოფიო ქაცარავა

  • პოლიტიკა
  • 10.05.2018
  • 16:44
საქართველო და რუმინეთი როგორც ორმხრივ, ასევე შავი ზღვის რეგიონულ ფორმატში, მჭიდროდ თანამშრომლობენ - სოფიო ქაცარავა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რადუ-ლივიუ ჰორუმბას შეხვდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რუმინეთის ხელისუფლება დაინტერესებულია საქართველოსთან მრავალმხრივი თანამშრომლობა იქონიოს კულტურის, ტურიზმის, პირდაპირი ავიამიმოსვლის, ენერგეტიკის და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, საქართველოს და რუმინეთს ბევრი საერთო პრიორიტეტი აკავშირებს. „აღსანიშნავია, რომ რუმინეთი საქართველოს საგარეო მისწრაფებებზე, რასაც ევროკავშირში და ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია წარმოადგენს, აქტიური მხარდამჭერია, რაც საერთაშორისო ფორმატის ფორუმებზე არაერთხელ დადასტურდა", - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ. მისივე განცხადებით, რუმინელ დიპლიმატთან შეხვედრისას საუბარი სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებს და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გამართვის საკითხებსაც შეეხო.

რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ისკო დასენის განცხადებით, ორ ქვეყნას შორის ურთიერთობა დინამიურად ვითარდება და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობასთან ერთად, ასევე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა თბილისის და ბუქარესტის დაძმობილება და ანთიმოზ ივერიელის სახელობის სკოლების დაახლოება. მისივე ინფორმაციით, ქართული ღვინის მიმართ რუმინული მხარის დაინტერესება დიდია და აქტიურად მიმდინარეობს საკითხის განხილვა, რაც ქართული პროდუქციის რუმინეთისთვის, შუამავალი კომპანიების გარეშე, პირდაპირ მიწოდებას უზრუნველყოფს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge