png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაცია უნდა გადაეცეთ

  • სამართალი
  • 18.05.2018
  • 16:49
„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაცია უნდა გადაეცეთ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს კომპენსაცია უნდა გადაეცეთ. სასამართლო ამასთანდ აკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. 

"2018 წლის 18 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, სრულად დააკმაყოფილა 33 მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, კომპენსაციის სახით, მოსარჩელეების მიმართ, ერთჯერადად 3000 ლარის გაცემასთან დაკავშირებით, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, 2017 წლის 10 აპრილს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება დაზარალებულთათვის ერთჯერადი დახმარების სახით 3000 ლარის გაცემის თაობაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მინიჭებული „დაზარალებულის“ სტატუსის მიუხედავად, მოსარჩელე პირებზე, დახმარების გაცემა არ მომხდარა. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 2017 წლის 15 აგვისტოს ერთჯერადი დახმარების გაცემის მოთხოვნით, უშედეგოდ მიმართეს ადმინისტრაციულ ორგანოებს, თუმცა მათ განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია.

მოპასუხეთა განმარტებით, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთათვის ერთჯერადი დახმარების გასაწევად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოძიებული იქნა ფინანსური ხარჯები. ამასთან, დაზარალებულთა სიების დაზუსტების მიზნით, მათივე დავალებით კერძო კომპანიებმა წარადგინეს იმ პირთა სიები, რომლებიც დაზარალებულებთან სამართლებრივ ურთიერთობაში იყვნენ. დაზუსტებულ სიებში ვერ მოხვდნენ მოსარჩელეები, ვინაიდან კერძო კომპანიებს მათ შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა და დაავალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეების მიმართ ერთჯერადი დახმარების გაცემა, თითოეულის სასარგებლოდ 3000 ლარის ოდენობით", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge