png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

65 წლამდე ქალი სახლის დალაგებისთვის საშუალოდ 1 წელსა და 73 დღეს ხარჯავს

  • ეს საინტერესოა
  • 23.05.2018
  • 15:34
65 წლამდე ქალი სახლის დალაგებისთვის საშუალოდ 1 წელსა და 73 დღეს ხარჯავს

65 წლამდე ქალს სახლის დალაგებაზე, საშუალოდ, 1 წელი და 73 დღე აქვს დახარჯული, კაცს კი - მხოლოდ 28 დღე, აღნიშნულ  შედეგებს “აიფიემ კვლევები“ ავრცელებს, რომელმაც  საქართველოს მასშტაბით, 1000 ადამიანი გამოკითხა, რათა გაერკვია, რა დროს ხარჯავენ ადამიანები ისეთ აქტივობაზე, როგორიც სახლის დალაგებაა.

“აიფიემ კვლევების” ინფორმაციით, ამ საოჯახო საქმიანობის გადანაწილება, როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადად, ქალებზე ხდება. კვირაში მინიმუმ ერთხელ, სახლის დალაგებით ქალ რესპონდენტთა 95% არის დაკავებული. მაშინ, როცა ამ სიხშირით კაცების მხოლოდ 16% ალაგებს სახლს.

როგორც აღმოჩნდა, სახლის დალაგებაში ყველაზე მეტ დროს 45-54 ასაკობრივი კატეგორიის ქალები ხარჯავენ, ყველაზე მცირე დროს კი 35-44 წლის კაცები (შესაბამისად, წელიწადში, საშუალოდ, 14 დღე და 0,1 დღე). კაცებში სახლის დალაგებაზე დახარჯული დრო, სხვადასხვა ასაკში უმნიშვნელოდ იცვლება.

ყველაზე ნაკლებად, სახლის დალაგებით, ქალები 18-24 წლის ასაკში არიან დაკავებულები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ასაკის ქალების დახარჯული დროც კი, მნიშვნელოვნად აღემატება 45-54 წლის ასაკის კაცების მიერ სახლის დალაგებაში დახარჯულ ყველაზე დიდ დროს. რომ დავაზუსტოთ, 18-24 წლის ქალები წლის განმავლობაში სახლის დალაგებაში 7,6 დღეს ხარჯავენ, ხოლო 45-54 ასაკობრივი კატეგორიის კაცები - 0.9 დღეს.

თუ ამ საქმიანობაზე დახარჯულ დროს მთელი ცხოვრების განმავლობაში დავითვლით, აღმოჩნდება, რომ ზრდასრული ასაკიდან მოყოლებული, 65 წლამდე ქალს სახლის დალაგებაზე, საშუალოდ, 1 წელი და 73 დღე აქვს დახარჯული, კაცს კი - მხოლოდ 28 დღე.

„აიფიემ კვლევებს“ მსგავსი გამოკითხვა 2006 წელსაც აქვს ჩატარებული. სქესის მიხედვით ანალიზმა აჩვენა, რომ ამ აქტივობასთან მიმართებით გენდერულ როლებს ცვლილება პრაქტიკულად, არ განუცდიათ. კაცების მიერ სახლის დალაგებაზე დახარჯული დრო უმნიშვნელოდ არის გაზრდილი 45-54 წლის კაცებში.

საინტერესოა ბოლო 12 წელში სახლის დალაგებაზე ქალების მიერ დახარჯული დროის ცვლილებაც. 2006 წელთან შედარებით, 2018 წელს მათ მიერ სახლის დალაგებაზე დახარჯული დრო ყველა ასაკობრივ კატეგორიაში შემცირებულია. სავარაუდოდ, ეს ცვლილება, საოჯახო საქმიანობაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ნივთების უფრო ხშირი მოხმარებითაა გამოწვეული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge