png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სამედიცინო დასკვნაში არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე 100-მდე დაზიანებაა აღწერილი

  • სამართალი
  • 05.06.2018
  • 14:46
სამედიცინო დასკვნაში არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე 100-მდე დაზიანებაა აღწერილი

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სამედიცინო დასკვნა ცნობილია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ის ტატუნაშვილის ოჯახს სამი დღის წინ გადაეცა.

ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის თამარ ავალიანის განცხადებით, აღნიშნული დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია და გონივრულ ვადაში კომისიური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.

მისივე თქმით, კომისიური ექსპერტიზის პასუხი ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსადგენად სჭირდებათ.

ავალიანის განცხადებით, სამედიცინო ექსპერტიზა საუბრობს იმ დაზიანებებზე, რომლებიც არჩილ ტატუნაშვილს ცხედარს ჰქონდა.

„საუბარია მაგალითად 46-მდე დაზიანებაზე, რომლებიც მიყენებულია ბრტყელი ცილინდრული ზედაპირის მქონე საგნების მრავალჯერადი გამოყენებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქმის გარემოებებისთვის და ყველა მათგანი რა თქმა უნდა, სიცოცხლისდროინდელია.

სამედიცინო ექსპერტიზამ ფაქტობრივად, აღწერა ის 100-მდე დაზიანება, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე ჰქონდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ამისთვის, როგორც დასკვნაში წერია, აუცილებელია ჩატარდეს კომისიური ექსპერტიზა, რათა დაზინებების სიმძიმე განისაზღვროს. ასევე, განისაზღვროს სიკვდილის გამომწვევი მიზეზები.

ექიმ-სპეციალისტები ჩაატარებენ კომისიურ ექსპერტიზას და ვითხოვთ, ის დროულად ჩატარდეს. ეს არის ძალიან მცირე კომპონენტი იმ დასკვნის, რომელიც აუცილებელია გვქონდეს. კომისიური დასკვნა ჯერ არ არის. ველოდებით და გვაქვს იმედი, რომ შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება“, – განაცხადა თამარ ავალიანმა.

ავალიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით მათ აქვთ პრეტენზიები.

„მაგალითად, ტატუნაშვილს ცხვირზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები. შეწეული იყო მარცხენა საფეთქლის მხარე. თვალთანაც, შუბლზე ჰქონდა დაზიანება და ოჯახს აქვს განცდა, რომ ეს იყო ნატყვიარი. ამ დეტალზე სამედიცინო ექსპერტიზაში არაფერია ნათქვამი.

საკონტროლო ტყვიაზე საუბარი არ არის, მაგრამ მაგალითად, ხელის მტევნებზე არის საუბარი. საუბარია სისხლნაჟღენთებზე, მოტეხილობაზე. მარტო ხელებზე 20-ზე მეტი მოტეხილობაა აღწერილი. დაზიანებებია თავის არეში – სისხლჩაქცევები, ასევე დაზიანებებია სათესლე პარკის მიდამოში. როგორც ამ დასკვნის ანალიზით ირკვევა, ამ მიდამოში დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნით. იმდენად მნიშვნელოვანი დაზიანებებია – სახეზეა ასამდე მოტეხილობა და დაზიანება, რომ ეს არ შეიძლება მომხდარიყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გარეშე. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად აწამეს“, – აღნიშნა თამარ ავალიანმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge