png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ნაყინი პირველად 232 წლის წინ, ნიუ-იორკში გაიყიდა

  • ეს საინტერესოა
  • 08.06.2018
  • 10:38
ნაყინი პირველად 232 წლის წინ, ნიუ-იორკში გაიყიდა

232 წლის წინ, 1786 წლის 8 ივნისს, ნიუ-იორკში  ნაყინი პირველად გაიყიდა.

ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ნაყინი 5000 წელზე მეტია რაც არსებობს. იგი გამოიგონეს ისეთ ადგილას, სადაც განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის რაიონებს ესაზღვრება დაბალი ტემპერატურის მქონე რაიონები.

3000 წლის წინ, ჩინეთში სუფრას ამშვენებდა დესერტები, რომლებიც დღევანდელ ნაყინს მოგვაგონებენ. ყინულსა და თოვლს ურევდნენ ბროწეულის, ფორთოხლის და ლიმონის ნაჭრებს ამატებდნენ და ეს იყო ნაყინის მსგავსი დესერტი.

ისრაელის მეფის სოლომონის წერილებში აღწერილია შენახვა გაციებული წვენების, მოსავლის აღებისას. გაციებულ ღვინოს, წვენებს და რძის პროდუქტებს იყენებდნენ ძველი ბერძნები. ჰიპოკრატე ხალხს ურჩევდა მიეღოთ ნაყინი დაავადების დროს. ალექსანდრე მაკედონელს, ნაყინით გაუმასპინძლდნენ ინდოეთისა და სპარსეთის ლაშქრობისას. მაშინ გამოიგონეს კენკრის გაყინვა თოვლში. მონებს მთებში აგზავნიდნენ, რათა თოვლი მოეძებნათ. მაშინვე დაიწყეს წყალში ხილის, ღვინის, თაფლის და რძის დამატება. ანტიკურ რომში თოვლს იყენებდნენ გამაგრილებელი სასმელების დასამზადებლად. აპიციმ, ცნობილმა რომაელმა გურმანმა, თავის წიგნში აღწერა გამაგრილებელი სასმელების დამზადება. ნერონი თავის ჭამას ცივი დესერტების მირთმევით ამთავრებდა, მთის ყინულს უმატებდნენ ხილს. მის დასამზადებლად იყენებდნენ ალპებიდან ჩამოტანილ ყინულს. სპეციალურად შენდებოდა ყინულის სარდაფები. სპარსი მოგზაური, ნასრი-ხოზრაუმი, 1040 წელს წერდა, რომ კაიროს სულთანის სუფრაზე სირიის მთიანი რეგიონებიდან მოჰქონდათ თოვლი ცივი სასმელებისა და ნაყინის დასამზადებლად. XVIII საუკუნის დასასრულს, ძველ რუსეთში გაყინული რძე ეროვნულ კერძად ითვლებოდა. წვრილად დაჭრილი გაყინული რძე სუფრას ამშვენებდა.

არსებობს ვერსია, რომ სამხრეთ ევროპაში ნაყინი პირველად მარკო პოლომ შეიტანა XIV საუკუნეში. მან ნაყინი თავის სამოგზაურო ჩანაწერებში აღწერა. პირველად ნაყინის დამზადება ევროპელი მზარეულებიდან იტალიელმა მზარეულებმა დაიწყეს. მათ გაყინული რგოლების ფორმა ჰქონდათ. ამ ნაყინის რეცეპტი, თანამედროვე რეცეპტთან მიახლოებულია. პირველად დამზადებული იქნა სიცილიაზე.

პირველი თანამედროვე ნაყინის დამზადება, რომელიც ჩვენთვისაა ცნობილი, რძის, შაქრის, შოკოლადის, ვანილის და სხვა პროდუქტების დანამატებით დამზადდა საფრანგეთის კაფე „Tortoni“-ში.

თანამედროვე დანადგარების გამოგონებამდე, ნაყინს მხოლოდ მაღალი ფენის წარმომადგენლები მიირთმევდნენ, განსაკუთრებულ წვეულებებზე. ნაყინის დამზადება იმ დროს ძალიან რთული იყო. დღეისათვის, ნაყინს ამზადებენ სპეციალურ ფრიზერებში (საყინულეებში), წარმადობა 1-15 კგ საათამდე გრძელდება. უფრო დიდი რაოდენობით ნაყინის დამზადება შესაძლებელია ყინულის კომბინატებში.

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge