png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სტიქიით დაზარალებული კომპანია თბილისის მერიისგან იაფ სესხს მიიღებს

  • საზოგადოება
  • 02.12.2015
  • 12:49
სტიქიით დაზარალებული კომპანია თბილისის მერიისგან იაფ სესხს მიიღებს

13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებული კომპანია თბილისის მერიისგან იაფ სესხს მიიღებს. კომპანია "კოლორადო გრუპისთვის" 250 000 ლარის იაფი სესხის დამტკიცებასთან დაკავშირებით, თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. "კოლორადო გრუპი"თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ,,მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. კომპანია სესხს წლიურ 3 %-ად, 84 თვის ვადით მიიღებს. 

კომპანიის მიერ წარმოდგენილი ბიზნესპროექტი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული "კოლორადო გრუპის" საქმიანობის აღდგენას ითვალისწინებს.

„კოლორადოგრუპის“ ძირითად საქმიანობას სარეკლამო და პოლიგრაფიული მომსახურება წარმოადგენს. სტიქიის პერიოდში ორგანიზაციას სრულიად გაუნადგურდა ძირითადი და საბრუნავი საშუალებები. სესხის მიღების შემდეგ კომპანია გეგმავს  დანადგარების შეძენას და ახალ საწარმოო ფართში გადასვლას.

იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის პროექტი, რომელიც მეწარმეებს სესხის 6%-ად აღების საშუალებას აძლევს, თბილისის მერიის პროგრამის „მეწარმეობის მხარდაჭერა“ ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე წლის ოქტომბერში პროექტში  ცვლილება შევიდა და სესხით სარგებლობა სტიქიური მოვლენის/სტიქიური უბედურების, ასევე ხანძრის ან შენობა-ნაგებობის დაზიანების/დანგრევის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს წლიური 6%-ის ნაცვლად 3%-ად შეუძლიათ. "კოლორადო გრუპი"  სტიქიით დაზარალებული პირველი კომპანიაა, რომელიც სესხს განახლებული, შეღავათიანი პირობებით მიიღებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge