png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ხადურს ერთ მოადგილეს უმატებენ

  • პოლიტიკა
  • 02.12.2015
  • 18:50
ხადურს ერთ მოადგილეს უმატებენ

 პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრს, 5-ის ნაცვლად, 6 მაოდგილე ეყოლება. ამასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება დღეს გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს.

დადგენილებაში ნათქვამია, რომ ცვლილება შევა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში.

ცვილების თანახმად კი ფინანსთა მინისტრს 5-ის ნაცვლად 6 მაოდგილე ეყოლება. დღემდე მოქმედი ნორმით, ფონანსთა მინისტრს 1 პირველი მოადგილე და 4 მოადგიულე ჰყავდა. ამის შემდეგ კი რიგითი მოადგილებიის რაოდენობა 5-მდე გაიზრდება.

მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ გახდება ხადურის მეექვსე მოადგილე და შეიცვლეა თუ არა პირველი მოადგილე.

სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრს ხუთი მოადგილე ჰყავს. ესენი არან: გიორგი თაბუაშვილი - მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი; გიორგი კაკაურიძე - მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი; დავით ლეჟავა - მინისტრის მოადგილე; ლაშა ხუციშვილი - მინისტრის მოადგილე და ცოტნე ყავლაშვილი - მინისტრის მოადგილე, სახაზინო სამსახურის უფროსი.

ასევე უცნობია ისიც, თუ რა საჭიროებით არის განპირობებული კიდევ ერთი მაღალანაზღაურებადი თანამდებობის შექმნა მაშინ, როდესაც მთავრობას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების პოლიტიკა აქვს დაანონსებული.

2016 წლის ბოუჯეტის პროექტში ფინანსთა სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა 2015 წლის მაჩვენებლის ანალოგიურია და მთლიანობაში 4785-ს შეადგენს. ამასთან, მომავალი წლისთვის დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 800 ათას ლარზე მეტით არის შემცირებული. (2015 წელს ფინანსთა სამინისტროსთვის შრომის ანაზღაურება 65 მილიონ 115 ათასი ლარით იყო განსაზღვრული. 2016 წლის ბუჯეტის პროექტში კი ეს მაჩვენებელი, იგივე რაოდენობის დასაქმებულთა პირობებში, 64 მილიონ 310 ათასით არის განსაზღვრული).

მიუხედავად იმისა, რომ დადგენილება 2 დეკემბრის რიცხვით არის გამოქვეყნებული, ცვლილება ძალაში 1 დეკემბრიდან შევიდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge