png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პრემიერი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების ინიციატივით გამოდის

  • საზოგადოება
  • 03.12.2015
  • 10:37
პრემიერი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ავტომანქანების გაუმართაობის პრობლემის ეტაპობრივი მოგვარების მიზნით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების ინიციატივით გამოდის, - განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ადამიანების, ბავშვების ჯანმრთელობა.

„შეიძლება, ერთი ადამიანი გავანაწყენოთ და 20-ის სიცოცხლე ვიხსნათ. ვფიქრობ, ამაზე შეიძლება საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩავატაროთ. ვკითხოთ მოსახლეობას, რა ურჩევნიათ. რაღაც ხარჯი შეიძლება გაწიოს ადამიანმა, რომელსაც არ აქვს კატალიზატორი, შეიძლება კომპანიებს ვთხოვოთ, რომ გააკეთონ განვადება, მაგრამ ეს სასწრაფოდ დასარეგულირებელია, ეს არის ძალიან რთული საკითხი, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შემდეგ, ეტაპობრივად, ავტომანქანების დაზღვევა და სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება დაინერგება. ცვლილებები დროში გაიწერება. პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხს დროსა და სივრცეში დანახვა, გეგმის შემუშავება, მოსახლეობისთვის წარდგენა და განხორციელება სჭირდება. გეგმას მთავრობა მოსახლეობას უახლოეს მომავალში წარუდგენს.

„მანამდე, გთავაზობთ, ჩავატაროთ კვლევა და გავიგოთ ხალხის აზრი, რამდენად აწუხებთ მათ ეს საკითხი. ვფიქრობ, ეს საკითხი ყველას აწუხებს. სიმსივნეების და სხვა დაავადებების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის გამონაბოლქვი", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობაც მარჯვენასაჭიან და გაუმართავ ავტომანქანებს უკავშირდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge