png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თბილისის მერია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყოფს

  • საზოგადოება
  • 03.12.2015
  • 14:36
თბილისის მერია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყოფს

თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყოფას იწყებს.

„ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის” პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიამ ორი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა, რის შემდეგაც, პირველ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შეირჩა 4 საჯარო სკოლა, რომელსაც აღნიშნული მიკროავტობუსები მოემსახურება; ესენია - N173, N87, N177 და N191 საჯარო სკოლები. ახალი სერვისით ამ ეტაპზე 14 განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე ისარგებლებს. მიკროავტობუსების ტრანსპორტირებისა და ექსპლუატაციის ხარჯებს თბილისის მერია სრულად უზრუნველყოფს.

დავით ნარმანიას განცხადებით, 2016  წელს დაგეგმილია გეოგრაფიული არეალის გაზრდა და დამატებით 6 ადაპტირებული ტრანსპორტის შესყიდვა, რაც კიდევ უფრო აამაღლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მობილურობას და სასწავლო პროცესში ჩართულობის ხარისხს, ამასთან, აღნიშნული პრობლემა დედაქალაქში სრულად იქნება მოგვარებული.

“თბილისის მერია აქტიურად ზრუნავს, რომ შშმ პირები მაქსიმალურად იყვნენ ადაპტირებულები, შესაბამისად, ჩვენ წელს განსაკუთრებული აქცენტი მოზარდებზე გავაკეთეთ.  სპეციალურად შევიძინეთ ორი ადაპტირებული მიკროავტობუსი, რომლითაც ბავშვები  სკოლაში ივლიან. გარდა ამისა, მომავალ წელს, დამატებით, გავითვალისწინეთ 6 ადაპტირებული ავტობუსის შეძენა და ამით დედაქალაქში არსებული აღნიშნული პრობლემა სრულად იქნება მოგვარებული. ამასთან, 2 კვირის წინ,თბილისის მთავრობის სხდომაზე დავამტკიცეთ მუნიციპალური შენობა-ნაგებობებისა და სივრცეების ადაპტირების 3 წლიანი პროგრამა, რომლის შესაბამისადაც ყველა მუნიციპალური შენობა-ნაგებობა და ძირითადი სივრცე იქნება ადაპტირებული. ამ მიმართულებებით 3 წლის განმავლობაში 14 000 000  ლარი დაიხარჯება”, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge