png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ბორჯომის სამ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

  • საზოგადოება
  • 03.12.2015
  • 17:14
ბორჯომის სამ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა სამ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი, გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი იზოლდა ლომიძე ახალდაბის საჯარო სკოლას ესტუმრნენ.
დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ადგილობრივი დაფინანსებით, სკოლაში სრულად გარემონტდა ინგლისური ენის კაბინეტი. გამოიცვალა ჭერი და იატაკი, შეიღება კედლები, მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა, დამონტაჟდა მეტალოპლასმასის ფანჯრები და რკინის კარები.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დაბა ახალდაბაში სტუმრობისას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა ადგილზე სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ პედაგოგებთან ისაუბრეს.
როგორც იზოლდა ლომიძემ აღნიშნა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დაინტერესებულია ახალდაბის საჯარო სკოლაში ჩატარდეს სარეაბილიცატიო სამუშაოები. უახლოეს მომავალში მათ მიერ გამოიკვეთება ის პროექტები, რომლებიც ამ სკოლაში კონკრეტულად განხორციელდება.
მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, მიუხედავად იმისა რომ საჯარო სკოლები არ არის მუნიციპალიტეტის პირდაპირი დაქვემდებარების ქვეშ ადგილობრივი ხელისუფლება მოხარულია რომ წელს სასწავლო გარემოს გაუმჯობესების საქმეში წვლილი შეიტანა. მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა მომავალში აუცილებლად გაგრძელდება.
მუნიციპალიტეტის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით, ახალდაბის საჯარო სკოლის გარდა, სამუშაოები შესრულდა №1 საჯარო სკოლაში, სადაც რეაბილიტაცია სპორტულ დარბაზს ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა საკლასო ოთახი მოეწყო, პირველი სართულის დერეფანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხის ფანჯრები მეტალოპლასმასით შეიცვალა. გარემონტდა ასევე სააქტო დარბაზი.
სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 76 005 ლარი გაიხარჯა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge