png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სახალხო დამცველი მოწმეთა დაკითხვის წესში შესატან ცვლილებებს ეხმიანება

  • სამართალი
  • 04.12.2015
  • 11:16
სახალხო დამცველი მოწმეთა დაკითხვის წესში შესატან ცვლილებებს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი მოწმეთა დაკითხვის წესში შესატან ცვლილებებს ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს მთავრობის ინიციატივას.

,,შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, თუ მოწმე უარს აცხადებს გამოკითხვაზე, თუმცა არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომ მას აქვს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაცია, იგი შეიძლება დაიკითხოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის საკმაოდ ფართო საფუძველს, რაც გამოიწვევს იმას, რომ მოწმეთა აბსოლუტური უმრავლესობა ამ წესით დაიკითხება და მოწმის გამოკითხვის ნებაყოფლობითობის პრინციპი ფორმალური გახდება. აღნიშნული საგამონაკლისო წესი მიიღებს ფართომაშტაბიან ხასიათს და პრაქტიკულად მოწმის დაკითხვის იძულების წესის გადმოტანა მოხდება საგამოძიებო ორგანოებიდან სასამართლოში. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ამ მხრივ სტანდარტი უნდა აიწიოს და მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი (ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა), რომ მას აქვს საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაცია.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს ზემოაღნიშნული წესით მოწმის დაკითხვის შესაძლებლობის მხოლოდ ბრალდების მხარისთვის მინიჭებას, აღნიშნული ბრალდების მხარესთან მიმართებაში არათანაბარ პირობებში აყენებს დაცვის მხარეს და ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველყოფას. ბრალდებისა და დაცვის მხარისთვის არსებითად თანასწორი პირობების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლიანად და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პრინციპების შესაბამისად წარმართვისთვის.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოწმეთა დაკითხვის წესის რეფორმირებისას გვერდს ვერ ავუვლით იმ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასთან (სსკ–ის 3711 მუხლი). აღნიშნული მუხლის გამოყენება არც თუ ისე იშვიათად ხდებოდა მოწმეთა დაშინების მიზნით რაც ქმნიდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებით მანიპულირების შესაძლებლობას. ეს საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებთან მიმართებაში, ვინაიდან მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხული მოწმე შეზღუდული იქნება მიცემული ჩვენებით, რომლის შეცვლაც მთავარ სხდომაზე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ამასთან, მაშინ როცა საქართველოს კანონმდებლობით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ცრუ ჩვენებისთვის და ცრუ დასმენისთვის, ასევე წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტს ემატება პასუხისმგებლობა ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის, გაურკვეველი რჩება სსკ–ის 3711_მუხლის შენარჩუნების აუცილებლობა. მიგვაჩნია, რომ ამ მუხლის პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემებისა და ხარვეზების გათვალისწინებით უნდა გადაიხედოს მისი შენარჩუნების საკითხი.

კანონპროექტით, საგამონაკლისო წესის სახით, მოწმის დაკითხვის 1998 წლის წესი შენარჩუნებულია გარკვეული კატეგორიის დანაშაულების გამოძიებისას. ამ დანაშაულებს მიეკუთვნება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ზოგიერთი დანაშაულები, ასევე დანაშაულები, რომლებიც ძალადობრივი გზით არის ჩადენილი და ქმნის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ან სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების საფრთხეს და სხვა. აღნიშნულის არგუმენტად მითითებულია საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დანაშაულზე იმწუთიერი რეაგირებისა და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, მოწმის დაკითხვის, მყისიერად განხორციელების აუცილებლობა და მტკიცებულებათა განადგურების, შემთხვევის ადგილის დაზიანებისა და მოწმეთა მიმალვის საფრთხე.

საქართველოს სახალხო დამცველისათვის მიუღებელია ის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს მთავრობა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის, გარკვეული კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით, ორი წლით გადავადებას ითხოვს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი საფრთხე არსებობს სხვა დანაშაულებთან მიმართებაში, ამასთან გაურკვეველია ორი წლის შემდეგ რა აღმოფხვრის მსგავს საფრთხეებს, ამის საპირისპიროდ, უნდა ითქვას, რომ სამართალდამცავ ორგანოებს საკმარისი დრო და რესურსი ჰქონდათ, რათა ამ ინსტიტუტის პრაქტიკაში დანერგვისათვის აუცილებელი მოსამზადებელი ღონისძიებები განეხორციელებინათ, აემაღლებინათ თანამშრომელთა უნარ-ჩვევები და პროფესიონალიზმი, გამოემუშავებინათ უნარები, რომლებიც მოწმის გამოკითხვის ნებაყოფლობითობის პრაქტიკაში დამკვიდრებას შეუწყობდა ხელს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მხედველობაში მიიღოს საქართველოს სახალხო დამცველის ზემოაღნიშნული მოსაზრებები და კანონის პროექტი შესაბამისობაში მოიყვანოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან. გამოვთქვამთ საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობის მზადყოფნას", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge