png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ევროპის საბჭოს "დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" მონიტორინგის ჯგუფის ექსპერტებს შეხვდნენ

  • საზოგადოება
  • 04.12.2015
  • 15:02
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ევროპის საბჭოს "დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" მონიტორინგის ჯგუფის ექსპერტებს შეხვდნენ

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით, საქართველოს 2-3 დეკემბერს ევროპის საბჭოს "დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" მონიტორინგის ჯგუფის ექსპერტები სტუმრობდნენ.  ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“ მონიტორინგის ჯგუფის წევრები პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას კომიტეტის წევრი ლუკა კურტანიძე უძღვებოდა.

ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“ მონიტორინგის ჯგუფის მიერ დანიშნულმა ექსპერტებმა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას სპორტში დოპინგის გამოყენების აღმოფხვრის თაობაზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და დოპინგის გამოყენების პრობლემა აქაც ისევე აქტუალურია როგორც მთელ ევროპაში. მათი ჩამოსვლის მიზანი სწორედ ისაა, რომ კარგად გაეცნონ ვითარებას და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადონ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული პროებლემა საკანონმდებლო დონეზე.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ევროსაბჭოს ანტიდოპინგური კონვენციის შესრულება მთავრობის საქმეა, თუმცა ქვეყანას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა უნდა გააჩნდეს. კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან ოპერატიულად იმუშაონ შესაბამის კანონპროექტზე. მანამდე კი სპორტის კომიტეტი იმსჯელებს ევროპელი ექსპერტების მიერ შემოთავაზებულ რომელ გზას აირჩევს, არსებულ კანონებში შევა შესაბამისი ცვლილებები თუ ახალი კანონპროექტი შემუშავდება.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ლუკა კურტანიძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დოპინგის მოხმარების პრობლემას ეხებოდა როგორც საქართველოში ასევე, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში. „აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ევროსაბჭოს ექსპერტების რეკომენდაციები, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინიციატივების დონეზე - აღნიშნა ლუკა კურტანიძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge