png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

  • პოლიტიკა
  • 07.12.2015
  • 17:36
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის ხელმძღვანელობით, პარიზში, გაეროს კლიმატის ცვლილების სამიტის(COP21/CMP11) ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

2-დღიანი ღონისძიება საფრანგეთის პარლამენტისა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ორგანიზებით გაიმართა და ეს იყო ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო შეკრება კლიმატის ცვლილების სამიტის ფარგლებში, რომელსაც 90-მდე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია დაესწრო.

პარლამენტების როლი და საკანონმდებლო იმპლემენტაციის მექანიზმები - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც დეპუტატებმა იმსჯელეს და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებები გაიზიარეს. ასევე საუბარი იყო იმ უარყოფით შედეგებზე, რომელიც უმოქმედობის შემთხვევაში, უდიდეს საფრთხეს შეუქმნის კაცობრიობას და ზოგადად პლანეტას.

შეხვედრის ბოლოს მიღებულ იქნა დოკუმენტი, რომელიც ქვეყნებს ამ მიმართულებით კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებისა და ქმედებისაკენ მოუწოდებს.

"ბრძოლა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, არ შეიძლება გახდეს შემაფერხებელი ფაქტორი განვითარებისა, ამიტომ ეს გამოწვევა საერთო ჭრილში უნდა განვიხილოთ", - ნათქვამია დოკუმენტში.

შეხვედრა საფრანგეთის პარლამენტის ეროვნული ასამბლეის სპიკერის, კლოდ ბარტოლონეს მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
გახსნით სესიაზე მონაწილეებს სიტვით მიმართეს: სენატის სპიკერმა ჟერარ ლარშემ, გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუსმა, საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა საბერ ჩოუდორიმ და საფრანგეთის ეკოლოგიის, მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკის მინისტრმა სეგოლენ როიალიმ. შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებიც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge