png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ირაკლი ალასანიამ თბილისელების პრობლემებთან დაკავშირებული მონიტორიგის შედეგებზე ისაუბრა

  • პოლიტიკა
  • 07.12.2015
  • 18:22
 ირაკლი ალასანიამ თბილისელების პრობლემებთან დაკავშირებული მონიტორიგის შედეგებზე ისაუბრა

‘’თავისუფალი დემოკრატების’’ თბილისის ორგანიზაციის ოფისში ირაკლი ალასანიამ ბრიფინგი გამართა, სადაც თბილისელების პრობლემებთან დაკავშირებული მონიტორიგის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით მოსახლეობასა და დედაქალაქის მთავრობას შორის არის კომუნიკაციის პრობლემა, რის გამოც თბილისელების პრობლემები მოუგვარებელი რჩება.
"ჩვენი ამოცანაა ვიყოთ ხალხის პარტია, რომელიც მუდმივად ხალხის ენით ლაპარაკობს და რომელსაც აქვს კავშირი მოსახლეობასთან. მოსახლეობას აქვს უამრავი სირთულე სოციალური დეპრესიის, სიდუხჭირის, ეკონომიკური პრობლემების სახით. გადათხრილია გზები და გაყვანილობები, რის მოწესრიგებასაც მუნიციპალიტეტი ვერ ართმევს თავს. მთავარი პრობლემა, რაც აღმოვაჩინეთ არის ასევე ის, რომ გაწყვეტილია კავშირი ხელისუფლებასა და ჩვენს მოქალაქეებს შორის. ყველაზე უფრო მტკივნეულად მოსახლეობა ასახელებს სწორედ კავშირის გაწყვეტას. ჩვენ მოვიარეთ ქუჩები და ოჯახები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ჩვენთვის საკუთარი პრობლემები გაეზიარებინათ. დედაქალაქის მოსახლეობაში არსებობს განცდა, რომ ადგილობრივ თუ ცენტრალური ხელისუფლებას, არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი ხალხის და ამომრჩევლის მიმართ. ჩვენ გვინდა ამ პროგრამით სწორედ ეს კავშირი აღვადგინოთ ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ჩვენ არ გვაქვს სახელისუფლებო ბერკეტები, რომ ეს პრობლემები გადავწყვიტოთ, თუმცა მივიტანთ ამ პრობლემებს ხელისუფლებამდე და მოვთხოვთ მათ მოგვარებას. ასობით პრობლემა დაგროვდა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატები’’ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიას მიმართავენ. "მივმართავ ხელისუფლებას - გვაქვს დამუშავებული ეს პრობლემები. ჩვენი რეგიონული ოფისების ხელმძღვანელები არსებული პრობლემების შესახებ საქმის კურსში ჩააყენებენ ქალაქების მთავრობებს. ასევე, ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს და საზოგადოებას ჩავაბარებთ ანგარიშს, თუ რა გაკეთდა ამ პრობლემების მოსაგვარებლად. თუ რაიმე ხელშესახები გააკეთეს მერიის წარმომადგენელმა, ჩვენ მათ მადლობას გადავუხდით. არსებობს სრული დაშორება, დაპირისპირება ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის და გვინდა ეს უფსკრული შევავსოთ. საზოგადოება ელის "ქართული ოცნებისგან" რეაგირებას პრობლემებზე, თუმცა ამის იმედი ეწურება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
პრესკონფენრეციაზე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა კონკრეტული ადამიანების პრობლემებზეც ისაუბრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge