png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ბერლინში 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

  • კულტურა
  • 15.02.2018
  • 09:35
ბერლინში 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

დღეს  ბერლინის კინოფესტივალი იხსნება. 15-დან 25 თებერვლამდე „მარლენ დიტრიხ პლაცზე" თავს მოიყრიან მსოფლიოს გამორჩეული რეჟისორები, მსახიობები თუ პროდიუსერები, რომლებიც განსაზღვრავენ კიდეც საფესტივალო ცხოვრების რიტმს. ბერლინალეს პროგრამაში (ოფიციალური კონკურსი, „პანორამა" და „ფორუმი") რამდენიმე ასეულ ფილმს უჩვენებენ, რომელთაც დაახლოებით ოთხი ათასამდე აკრედიტებული ჟურნალისტი და კრიტიკოსი გააშუქებს.

წლევანდელი ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეა თანამედროვე გერმანული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული პერსონა, რეჟისორი ტომ ტიკვერი, რომელმაც თავის დროზე მკაფიო და პრეტენზიული არტჰაუზით დაიწყო („გაიქეცი ლოლა, გაიქეცი", „პარფიუმერი")  და შემდეგ არამეტყველ მეინსტრიმზე გადაინაცვლა. ამჟამად კი სერიალითაა დაკავებული. ფესტივალის დირექტორი, ბატონი დიტერ კოსლიკი აღნიშნავს, რომ მისთვის საამაყო და სასიხარულოა ტომ ტიკვერის საფესტივალო ცხოვრებაში ასეთი აქტიური მონაწილეობა.

ჟიურის წევრები ასევე არიან: Moonlight-ის პროდიუსერი ადელ რომანსკი, ბელგიელი მსახიობი სესილ დე ფრანსი, რეჟისორი ჩემა პრადო, კინოკრიტიკოსი სტეფანი ზაჩარეკი და ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი რიჩი საკამოტო.

პირველად ბერლინალეს ისტორიაში ფესტივალი ანიმაციური ფილმით - „ძაღლების კუნძული" გაიხსნება. რეჟისორი უეს ანდერსონი უცხო კაცი ნამდვილად არ არის  ბერლინში: უკვე სამჯერ მონაწილეობდა საკონკურსო პროგრამაში, ხოლო 2014 წელს სწორედ მისი ირონიული და უფრო  მეტად ელეგანტური ფილმით, „ოტელი „გრანდ ბუდაპეშტი" გაიხნა ბერლინის კონოფესტივალი. ასე რომ, ამერიკელ რეჟისორს, სცენარისტსა და პროდიუსერს უკვე მეორედ ერგო ბერლინალეს გახსნის პატივი.

„ძაღლების კუნძული" ერთგვარი იგავია, რომელიც იაპონიის ერთ-ერთი ქალაქის ძაღლების სევდიან ამბავზე მოგვითხრობს - მათ შორეულ ნაგვის კუნძულზე აგზავნიან. თუმცა მათ დასახმარებლად ამავე კუნძულზე 12 წლის ბიჭუნა ჩამოფრინდება, რომელიც თან საკუთარ ძაღლს ეძებს. მოკლედ, ბერლინალე ჰუმანისტურ-ეკოლოგიური გზავნილით იწყება.

თემურ ჯგერენაია

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge