png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

"თეა წულუკიანს და პაპუნა უგრეხელიძეს ქონება დაუყადაღეს" - მამუკა ტუსკაძე

  • სამართალი
  • 09.12.2015
  • 15:06
"თეა წულუკიანს და პაპუნა უგრეხელიძეს ქონება დაუყადაღეს" - მამუკა ტუსკაძე

„ჩემი განცხადების საფუძველზე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და პაპუნა უგრეხელიძეს ქონება დაუყადაღეს, ჩემი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ვაპირებ ქონება დავუყადაღო დავით უსუფაშვილსა და თინა ხიდაშელს - ეს განცხადება უფლებადამცველმა მამუკა ტუსკაძემ „მარშალპრესის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა,

მისივე თქმით, ამ ქმედებით სურს აიძულოს ხელისუფლება შეიტანონ კანონში ცვლილება. საქმე ეხება საქართველოს კანონი საჯარო რეესტრის შესახებ 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებულებას საჯარო რეესტრის წარმოების ინსტრუქციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეს, ყადაღის წარმოშობის შესახებ სასამართლოს განჩინების მიღებამდე აქვს უფლება განცხადების საფუძველზე ამა თუ იმ პირს ქონება დაუყადაღოს.

„იმისათვის, რომ სარეგისტრაციო კანონში შესულიყო ცვლილება, რასაც უკვე დიდი ხანია ვითხოვ, სიმბოლურად თეა წულუკიანისა და პაპუნა უგრეხელიძის ქონებაზე მოვითხოვე შეზღუდვა, გაყიდვისა და იპოთეკით დატვირთვისათვის. ვიფიქრე, რომ ამით დაიწყებოდა საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და ადეიშვილი-მერაბიშვილის მიერ მორგებულ კანონმდებლობაში შესული ცვლილებები ხალხზე იქნებოდა ორიენტირებული. შედეგად მოხდა ის, რომ წულუკიან-უგრეხელიძის დუეტმა დამიწყო უკანონო დევნა. მინდა ავღნიშნო თუ რა დღეში ჩააგდეს მათი სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც ჩემთან ურთიერთობა აუკრძალეს. ძალიან ბევრ მოქალაქეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს მიადგა ზიანი სწორედ უკანონო კანონის გამო და პროტესტის ამ გზით მე მეგონა მათ დავანახებდი ჭეშმარიტებას. ჩამომართვეს მანქანა, რომელზეც იყო მიღებული სრულიად უკანო დაუსწრებელი გადაწყვეტილება რაც დღეისათვის გასაჩივრებული მაქვს და სასამართლომ წარმოებაში მიიღო. გარდა ამისა, 2015 წლის 22 ოქტომბერს როდესაც ორფეხამპუტირებული ბიძაჩემი სრულიად უკანოდ გამოასახლეს სახლიდან, მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რაზეც ექსპერტიზა ჩავიტარე და დღემდე მიუხედავად მრავალმხრივი მცდელობისა არ მბარდება ექსპერტიზის დასკვნა, ასევე არ ხდება ჩემი დაკითხვა და ჯალათები რომლებიც კარგად არიან მოკალათებულები აღსრულების პოლიციაში დაუსჯელები არიან“, -განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge