png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნაკეთობების რეალიზაცია მოხდება

  • პოლიტიკა
  • 11.12.2015
  • 18:29
პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნაკეთობების რეალიზაცია მოხდება

საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, მსჯავრდებულებს საშუალება მიეცემათ პენიტენციურ დაწესებულებაში მათ მიერ წარმოებული სხვადასხვა ნაკეთობების რეალიზაცია მოახდინონ. ამის შედეგად მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულების პირად საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება. სასჯელაღსრულების სამინისტრო იღებს ვალდებულებას ამისთვის საჭირო ყველა პირობა შექმნას, მათ შორის, საუბარია ონლაინ მაღაზიის შექმნაზეც. პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი მსჯავრდებული ამზადებს სხვადასხვა ტიპის ნაკეთობებს  -  მინანქრისა და თექის  ნაწარმი და სხვა. კანონის არსებული რედაქცია კი, მათი რეალიზაციის საშუალებას არ იძლევა. 

გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, შესაძლებელი გახდება სხვადასხვა ხელობის მქონე მსჯავრდებულები პენიტენციური დაწესებულების მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმდნენ.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, სამინისტრო მცირე სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს, რომლებსაც გადაამზადებს და მათი მეშვეობით პენიტენციურ დაწესებულებაში მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს. ამის შედეგად, მსჯავრდებულებს სამუშაო უნარები გამოუმუშავდებათ, შესრულებული სამუშაოსთვის კი, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ. მსგავსი ღონისძიებები მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციას და საზოგადოებაში მათ  ეფექტურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge