png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გიორგი მღებრიშვილი ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრს ეწვია

  • სამართალი
  • 13.12.2015
  • 13:37
გიორგი მღებრიშვილი ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრს ეწვია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრს (GPSTC) ესტუმრა და უწყების ხელმძღვანელ ქრის ვიგგინტონს შეხვდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ქრის ვიგგინტონმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ვიდეოპრეზენტაცია წარუდგინა და ცენტრის სტრუქტურა, სპეციფიკა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის კუთხით შემუშავებული სასწავლო პროგრამები დეტალურად გააცნო.
"აღნიშნული ცენტრი სასწავლო-საწვრთნელი ბაზაა, სადაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, მათ შორის, პოლიციის ოფიცრები, "911"-ის ცხელი ხაზის ოპერატორები, საგანგებო სიტუაციების მართვის მუშაკები და მაშველები შესაბამის მომზადებასა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გადიან. სასწავლო ცენტრი 1980 წელს დაარსდა და 4 საგანმანათლებლო დანაყოფს აერთიანებს, კერძოდ: პოლიციის აკადემიას, მაშველ-მეხანძრეთა აკადემიას, საბაზისო მომზადებისა და სასწავლო პროგრამების განყოფილებებს",- აღნიშნა ქრის ვიგგინტონმა. მისი განმარტებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრი 400-მდე ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული. არსებული ინფრასტრუქტურა და სასწავლო პროგრამები მაღალი დონის პროფესიონალების მომზადებას ითვალისწინებს, რომლებიც თეორიასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრი დაათვალიერა და პრაქტიკულ გაკვეთილებში პირადად მიიღო მონაწილეობა.
"ჩვენს უწყებასა და ჯორჯიის შტატის სამართალდამცავ ინსტიტუტებს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრი ჩვენი თანამშრომლების გადამზადებაში დაგვეხმარა. სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში, ჩვენი ქვეყნის პატივსაცემად, ქართული პოლიციის კუთხეა მოწყობილი. ეს დიდი მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატულებაა, რისთვისაც დიდი მადლობა მსურს გადავუხადო ბატონ ქრის ვიგგინტონსა და მის გუნდს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და ძლიერების საფუძველი - რაც შეიძლება მეტი მაღალკვალიფიციური კადრია. ამიტომ, ჩემი მიზანია, საქართველოს პოლიციის აკადემიის რეფორმა და მისი გარდაქმნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, რეგიონალური მასშტაბის სასწავლო ცენტრად", - აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.
აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ტრენინგების პროგრამის "ჯორჯია –საქართველოსთვის" ფარგლებში, ორი ქვეყნის პარტნიორ უწყებებს - საქართველოს შსს-ს აკადემიასა და ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. ერთობლივი პროგრამის საფუძველზე, GPSTC უზრუნველყოფს კურიკულუმების, სასწავლო მეთოდოლოგიებისა და ინსტრუქტორების გაცვლას. სასწავლო ვიზიტი ჰენრისა და ქობის ოლქებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეხმარა "112"-ის სერვისის ჩამოყალიბებაში, რომელიც ყოფილ საბჭოთა სივრცეში პირველი, აშშ-ს "911"-ის ექვივალენტია. ცენტრის პროფესიული სასწავლო პროგრამებისა და სამართალდამცავი ორგანოების მართვა-განვითარების სისტემების გაცნობამ, თავის მხრივ, წვლილი შეიტანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რებრენდინგისა და შსს-ს აკადემიის განვითარების პროცესებში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge