png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დავით ნარმანიამ სოციალური საწარმოების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა გახსნა

  • საზოგადოება
  • 15.12.2015
  • 14:40
დავით ნარმანიამ სოციალური საწარმოების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა გახსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სოციალური საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა გახსნა. გამოფენა სოციალური მეწარმეობის ფორუმის ფარგლებში საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" გაიმართა. ფორუმის მონაწილეები საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების საქმიანობას, მათ პროდუქტებსა და სერვისებს გაეცნენ.

“ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. აღსანიშნავია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად გააქტიურდა სოციალური მეწარმეობა და სულ უფრო მეტი საწარმო იხსნება. აქ არიან დასაქმებულები სოციალურად დაუცველი ადამიანები, შშმ პირები, ისეთი მოქალაქეები, რომელთაც განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ. ისინი აწარმოებენ პროდუქციას და შემდგომ ყიდიან,  შესაბამისად, იღებენ შემოსავალს. თუმცა, მოგეხსენებათ, სოციალური საწარმოები ძირითადად მოგებაზე არ არის ორიენტირებული და მათ სოციალური დატვირთვა გააჩნიათ.  ამიტომაც, თბილისის მერია აქტიურად  უჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს, რამდენიმე სოციალურ საწარმოს ჩვენ უკვე დავეხმარეთ ეკონომიკური განვითარების პროგრამების ფარგლებში, რათა მოეწესრიგებინათ სამუშაო ინფრასტრუქტურა - შემდგომი განვითარების მიზნით. მათთან თანამშრომლობას ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვგეგმავთ”, -განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

სოციალური მეწარმეობის ფორუმი თბილისის მერიის, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანია სოციალური მეწარმეობის, როგორც სოციალური მიზნების მქონე ბიზნეს-მოდელის, განვითარება და ხელშეწყობა.

ფორუმში მონაწილეობა დედაქალაქის მერიის, სოციალური საწარმოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. სოციალური მეწარმეობის განვითარების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა და  სოციალურმა მეწარმეებმა 2015 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგები და მიღწევები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები განიხილეს.

კონფერენცია მეოთხედ ჩატარდა და წელს მისი მთავარი თემები იყო: სოციალური მეწარმეობა საქართველოში,  2015 წლის მიღწევები და საქმიანობის შედეგები;   სოციალური მეწარმეობის სამომავლო განვითარების ხედვა და პრიორიტეტები;საჯარო და კერძო სექტორის მხარდაჭერის შესაძლებლობები სოციალური მეწარმეობის  განვითარებისათვის;სოციალური საწარმოების პროდუქციის და მომსახურების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge